კახა მიქაია: ყოფილი პოლიციელი „შეჭმით“ და განადგურებით მემუქრება
"დაიცავი საქართველოს" ხელმძღვანელმა კახა მიქაიამ ზუგდიდში საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, გუშინ, საღამოს ქალაქის ცენტრში მასსა და ყოფილ პოლიციელ ზაზა ხასაიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. "შეხვედრისთანავე ჩვენს შორის დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება, მერე ეს გადაიზარდა გაწევ-გამოწევაში, მას უნდოდა ხელით შემხებოდა, რომელიც სხვათაშორის მისმა მეგობრებმა აღკვეთეს. ბოლოს, მან მითხრა: "მალე მოვა დრო და შეგჭამ, გაგანადგურებო". ეს უკავშირდება, იმას რომ ზონდერებს სანდრა რულოვსის წარდგენის შემდეგ, "ნაციონალების" გამარჯვების იმედი აქვთ, და ეს "ქართული ოცნების" დაბალი რეიტინგის ბრალია", - განაცხადა მიქაიამ. მისივე ინფორმაციით, ყოფილ პოლიციელსა და მას შორის დაპირისპირება წლებია გრძელდება. "ეს იყო ზონდერი პოლიციელი და მან არჩევნების შემდეგ კვლავ მოინდომა სამართალდამცავად ყოფნა, რაც მე და ჩემმა მეგობრებმა არ დავუშვით, სწორედ ამ დაპირისპირების გაგრძელება იყო წუხანდელი ინციდენტი", - დასძენს ის. "დაიცავი საქართველოს" დამფუძნებელი ამბობს, რომ თუ მსგავსი ინციდენტი განმეორდება, ის ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობას სამართალდამცავებს დააკისრებს. რადიო "ათინათმა" მცდელობის მიუხედავად ზაზა ხასაიასთან დაკავშირება ვერ მოახერხა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ბრალდება ზუგდიდის ყოფილ მაღალჩინოსნებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მანანა გამსახურდია - არჩვაძე ზუგდიდში
Radio Atinati
კახა მიქაიას გამოკითხვა დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კახა მიქაია: ლაშა გოგიას "ნაციონალური მოძრაობის" წევრობა ამ...
Radio Atinati
ზუგდიდის ყოფილი მერის გამოკითხვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოკითხვა სუს-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კახა მიქაია
Livepress. ge
კახა მიქაია
info9 info99