ზუგდიდში ფერმერთა დღე გაიმართა

20.11.2018 03:47

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში დღეს, "საქართველოს ფერმერთა ასოციაციის" ინიციატივით "ფერმერთა დღე" გაიმართა. სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა ფერმერებმა საკუთარი პროდუქცია გამოფინეს, გაიმართა დეგუსტაცია და გაყიდვა. ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი დღის მთავარი მიზანი ფერმერების პოპულარიზაცია და მათი საქმიანობის ხელშეწყობაა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

გაზიარება: