დევნილების პროტესტი და სამინისტროს პასუხი
ზუგდიდში იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დევნილთა სამმართველოში კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც მათი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ისევ არ დაკმაყოფილდა. ისინი სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ. დევნილების თქმით, მათი ოჯახები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და უკვე, წლებია, ბინებს ელოდებიან. „წელს 11, 5 ქულა მაქვს, მაგრამ მაინც არ ვარ სიაში. 8, 9 ქულიანებს მისცეს და ვერ ვხვდები, მე რატომ არ მომცეს“, - თქვა ერთ-ერთმა დევნილმა ვალენტინა აბაკელიამ. დევნილთა პროტესტს უპასუხეს სამმართველოში, სადაც მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრებმა იძულებით გადაადგილებული პირები ინდივიდუალურად მიიღეს. ფაცაციას განცხადებით, მათ საცხოვრებელი ფართებით ეტაპობრივად უზრუნველყოფენ. „თვითონ დევნილები ამბობენ, რომ მძიმე მდგომარეობაში არიან, თუმცა არ აქვთ ექსპერტიზის დასკვა, მიდის მონიტორინგის ჯგუფი და ხვდება ნორმალური საცხოვრებელი. თავადაც უნდა გააკეთონ კოსმეტიკური რემონტი“, - აღნიშნა ფაცაციამ. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ დღეს იმ დევნილი ოჯახების სია გამოქვეყნა, ვისაც ბინები გადაეცემათ. 144 ოჯახი ბარამიას ქუჩაზე, თორმეტსართულიან კორპუსში საცხოვრებელ ფართს მიიღებს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დევნილები სამინისტროს წარმომადგენლებს ანაკლიაში დაუპირისპირდ...
Radio Atinati
დევნილები სამმართველოსთან საპროტესტო აქციას მართავენ
Radio Atinati
ზუგდიდში დევნილები შიმშილობენ
Radio Atinati
ზუგდიდში მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიას პირობის შესრულებ...
Radio Atinati
მოშიმშილე დევნილები მერაბ ქვარაიას პირობის შესრულებას ელოდებ...
Radio Atinati
დევნილების ბინებით დაკმაყოფილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დევნილების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასტუმრო „ქართლში“ მცხოვრები დევნილების აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster