დევნილები სამინისტროს წარმომადგენლებს ანაკლიაში დაუპირისპირდნენ
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილების ნაწილი ლტოლვილთა სამინისტროს სამხარაულის ექსპერტისზის პასუხის დამალვაში ადანაშაულებენ. მათი განმარტებით, აღნიშნული დასკვნა, რომელიც ჯერ კიდევ 2 წლის წინ არსებობდა, საკმარისი მიზეზი იყო ამორტიზირებული შენებიდან მათი გამოსახლებისა და ახალი საცხოვრებელი ფართის უზრუნველსაყოფად. ისინი სამინისტროს წარმომადგენლებთან შესახვედრად ანაკლიაში ჩავიდნენ, სადაც ერთ-ერთ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში შეხვედრა იმართებოდა. თუმცა,უწყების წარმომადგენლებმა მათთან საუბარი არ ისურვეს. შენობიდან გამოსულებს დევნილები ხმაურით დახვდნენ და მათ შენობის დატოვების უფლება არ მისცეს. ვითარება ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა განმუხტეს. „დევნილთა სამინსტრომ დაგვიმალეა სამხარაულის ექსპერტიზის პასუხი, რომელიც უკვე 2015 წელს არსებობდა. ექსპერტიზის პასუხის მიხედვით შენობა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ სიცოცხლისთვის საშიშია.ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ სახალხო დამცველის აპარტის რეგიონული დეპარტამენტის რეგიონულმა უფროსმა ლევან პაპავამ გვითხრა“,- თქვა ტარიელ ქობალიამ. განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის მრჩეველი ლევან ტერაშვილი დევნილების ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ შენობიდან მათი გასახლება, მხოლოდამხოლოდ მათთვის მინიჭებული ქულების მიხედვით მოხდება. „კომისიამ დაასრულა მუშაობა და ამ დღეებში მოხდება დევნილების შესახელება ბარამიას ქუჩაზე, ამისთვის კი აპლიკანტს შესაბამისი ქულებუი უნდა ჰქონდეს.ვისაც არ მოსწონს თავისი ქულები, მას ააქვს გასაჩივრების უფლება ამისთვის მან შესაბამისი პროცედურები უნდა გაიაროს“, - განაცხადა ლევან ტერაშვილმა. დევნილები პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. ცნობისთვის, რაიონული საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები რამდენიმე დევნილი ჩასახლების ეზოს სახელდახელოდ აგებულ კარავში, ორ კვირაზე მეტია შიმშილობდა. ისინი მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებას და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დევნილების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საია: დევნილთა ახალ დასახლებებში წყლისა და ნესტის პრობლემაა
Radio Atinati
დიდი ბრიტანეთის ელჩის ვიზიტი ზუგდიდში და ინტერვიუ ადგილობრივ...
Radio Atinati
დევნილთა სამინისტროს საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდში
Radio Atinati
დევნილების სააპლიკაციო ქულები ზუგდიდში მონიტორინგის ჯგუფმა გ...
Radio Atinati
სოციალურად დაუცველების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ციხელაშვილი ქართულ-აფხაზური ოჯახების წარმომადგენლებს ზუგდიდშ...
Radio Atinati
ზუგდიდში დევნილები შიმშილობენ
Radio Atinati