საია: დევნილთა ახალ დასახლებებში წყლისა და ნესტის პრობლემაა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციციამ ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე და ფოთში, მალთაყვის დევნილთა ჩასახლებებში არსებული მდგომარეობის კვკლევა წარმოადგინა. ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანლის ჯემალ ჭკადუას თქმით, იძულებით გადაადგილებულ პირების საცხოვრებელ ფართებში ნესტისა და სასმელი წყლის პრობლემები გამოიკვეთა. აღნიშნულ თემაზე ჭკადუამ საიას ადგილობრივ ოფისში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორატის შეხვედრაზე ისაუბრა, რომელსაც დევნილები, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, დევნილთა საამმართველოსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „შეხვედრის მიზანი პასუხისმგებელი ორგანოების დასწრება და ამ პრობლემების მათთვის გაცნობა იყო, მაგრამ დევნილთა სამინისტროს და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები, გარკვეული მოზეზების გამო ვერ დაესწრნენ“, - განაცხადა ჯემალ ჭკადუამ. სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მოადგილის ზურაბ გერგედავს თქმით, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშებებულ კორპუსებში წყლის პრობლემა თავიდანვე გამოიკვეთა, ხოლო რაც შეეხება ნესტს, ის მისი თქმით, მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომების ბრალია. „ამ პროექტთან ჩვენ არანაირი შეხება არ გვქონია, მაგრამ არ მგონია, რომ იქ ჰიდროიზოლაცია არ ყოფილიყო გათვალისწინებული. ახლა აშენებულ ბინებზე, რომლის დამკვეთიც სამინისტროა მსგავსი პრობლემები არ არსებობს. მე როგორც ვიცი თაბუკაშვილე ახალი ჭაბურღილი გაითხარა და სამელი წყალის უსაფრთხოებაზე დასკვნაც არსებობს“, - აღნიშნა გერგედავამ. აღნიშნულ ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები სამინისტროს ადგილობრივი ოფისის წარმომადგენელს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ სასმელი წყლი კვლავ დაბინძურებულია. ამასთან, ისინი სპეცილური კომისსი გამოყოფას და დასახლებაში არსებულ პრობლემების შეისწავლას, მათ შორის წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. „ჩასახლებიდან ერთი თვის შემდეგ წყლის პრობლემები გაჩნდა, რაც დღემდე მოუგვარებელია.იყო მოწამლის ფაქტებიც, ვის არ მივმართეთ და დღემდე არ მოუგვარებიათ“, - თქვა შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთმა დევნილმა. ცნობისთვის, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში აფხაზეთიდან დევნილმა 320- მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი 2015 წელს მიიღო. ხოლო მალთაყვაში 1000-ზე მეტ დევნილ ბინები 2011 წელს გადაეცათ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/ყველა სიახლე რადიო ათინათი radioatinati.ge
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
გაუქმებული დევნილთა სამინისტრო და ახალი რეალობის წინაშე აღმო...
Radio Atinati
ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის - პროექტის პრეზენტაცია Youth...
დროა / Droa
საია
info9 info99
სტრასბურგის სასამართლო
info9 info99
„საია"
OkribaNews ge
საია
info9 info99
საია
TV 25
„საია“-მ შესაძლოა პროკურატურას მიმართოს- ენჯეოები არჩევნები...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა