დევნილების სააპლიკაციო ქულები ზუგდიდში მონიტორინგის ჯგუფმა გადაამოწმა
ზუგდიდში რაიონულ საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილების საცხოვრებელი პირობები მონიტორინგის ჯგუფმა შეამოწმა. მათ იძულებით გადაადგილებული პირების ის ოჯახები გადაამოწმეს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით აპლიკაცია უკვე შევსებული ჰქონდათ და პირველადი მონაცემებით, მაღალი ქულები მიენიჭათ. ამ პროცესმა დევნილების ის ნაწილი გააღიზიანა, რომლებთანაც გადასამოწმელბლად ჯერ არ მისულან ან დაბალი ქულები მიიღეს. „არაფერს არ ვითხოვ გადამოწმების გარდა, არ ვითხოვ დღესვე მომცენ ბინა. მაინტერესებს, არის თუ არა საკმარისი 7 ქულა ჩვენთვის ასეთ პირობებში. 79 წლის ავადმყოფ დედამთილთან, ორ მცირეწლოვანთან ერთ ოთახში ვცხოვრობ, მეუღლე ომის ვეტერანია. აქაც მაწვიმს იატაკი ჩამტვრეულია“,- აღნიშნა ნინო შონიამ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მონიტორინგის ჯგუფის მიერ პირველადი ქულების შემოწმების შემდეგ კომისია დაიწყებს მუშაობას და დაადგენს, თუ რამდენად სწორად მოხდა მათ მიერ განაცხადის შევსება. მონიტორინგის ჯგუფის მუშაობას თვალყურს ადევნებდნენ „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დევნილების მოთხოვნები და სამინისტროს პასუხი
Radio Atinati
დევნილების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დევნილების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დევნილების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დევნილების ხარჯზე უნდათ დაზოგონ ბიუჯეტი - აკაკი მინაშვილი
TV Pirveli
დევნილების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დევნილების საპროტესტო აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დევნილების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster