ზუგდიდში დევნილებმა სამმართველოს შენობაში შეჭრა სცადეს

14.06.2018 01:43

აფხაზეთიდან დევნილები, რომელიც ბინების გადანაწილებასთან დაკავშირებით სამინისტროს გადაწყვეტილებას დილიდან აპროტესტებენ, სამმართველოს შენობაში შეჭრა სცადეს, თუმცა იქ მობილიზებულმა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. მოგვინებით, დევნილები შენობაში 2-2-ად შეუშვეს. ამ დროისთვის, უცნობია, კონკრეტულად ვის ხვდებიან იძულებით გადაადგილებული პირები, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით ადგილზე მინისტრის მოადგილე იმყოფება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter:   / atinati1059   Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

გაზიარება: