პროექტი ,,მშვიდობისათვის" ზუგდიდში.

06/21/2012
odishitv-ის მიერ

პროექტი ,,მშვიდობისათვის\" ზუგდიდში.

პროექტი „მშვიდობისთვის\"რომელშიც ადგილობრივებთან ერთად ამერიკელი მოხალისეები ჩაერთვნენ, სენტ ჯონსის კოლეჯის მხარდაჭერით და „Devis foundation\"--ის დაფინანსებით ხორციელდება,

პროექტის „მშვიდობისათვის\"მიზნად დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას ისახავს, ამ მოტივით პროექტის წარმომადგენლები დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას ესტუმრნენ. ყოფილი სააფთიაქო სამმართველოს შენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს პროექტის ფარგლებში უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ. პირველადი მოხმარების მედიკამენტები დევნილებს აშშ--დან ჩამოსულმა სამმა მოხალისემ ქართველ ახალგაზრდებთან ერთად გადასცა.

პროექტი ელენე გვილიასა და ამერიკული კუთხის ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება. პროექტის პირველი ნაწილი საგანმანათლებლო შინაარსისაა, რომელიც ორკვირიან საზაფხულო სკოლას გულისხმობს დევნილი და ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, სადაც ომსა და კონფლიქტზე ისაუბრებენ. მეორე ნაწილი საერთო საცხოვრებლებში ჩასახლებული დევნილების და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო მედიკამენტების დარიგებას და გამოკვლევას მოიცავს 10 მოხალისე ექიმის დახმარებით.

ბოლო ეტაპი კი პოლიტიკური კონფერენცია, სადაც უფროსი და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები ომის საკითხზე დისკუსიას გამართავენ.

პროექტი 23 დღიანია. მასში ჩართულნი არიან დევნილი ბავშვები, ასევე ისინი, ვისაც რაიმე სახის შეხება აქვს კონფლიქტთან და პირიქით. პროექტის სტრატეგიაც ასეთი ადამიანების შემოკრება იყო.
http://www.odishi.ge/
  / odishitv