"ხელსაქმე სოციალური ცვლილებებისთვის" - პროექტის დასკვნითი ღონისძიება ზუგდიდში

02/24/2023
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში, \"ჯიჯი ივენთ-ჰოლში\" ორგანიზაცია \"ხელები მშვიდობისთვის\" პროექტის \"ხელსაქმე სოციალური ცვლილებებისთვის\" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ორგანიზატორების განმარტებით, პროექტის ფარგლებში 40 ახალგაზრდა ქალი სხვადასხვა ხელსაქმის, მათ შორის ტანსაცმლის მოდელირების, ქსოვა-ქარგვის ტექნიკისა და ტრიკოტაჟის წარმოების მიმართულებით გადამზადდა. \"დღევანდელ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ჩვენი ბენეფიციარების ერთობლივი ნამუშევრები., რომელიც დღეს გავიტანეთ დეფილეზე. ასევე, პარალელურ რეჟიმში, გვქონდა გამოფენა-გაყიდვა და ნებისმიერ მსურველს სიმბოლურ ფასად შეეძლო ბენეფიციარების ნამუშევრების შეძენა-დათვალიერება\", - უთხრა \"ათინათს\" ორგანიზაციის დირექტორმა და პროექტის მენეჯერმა მაკო ჭკადუამ.

მისივე განმარტებით, პროექტში ჩართულმა ქალებმა, ხელსაქმის პარალელურად, ისეთ თემაზე გაიარეს ტრენინგები, როგორიცაა სოციალური მედია, ციფრული მარკეტინგი და სხვა. პროექტი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (EU4Dialogue) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობდა.

\"EU4Dialogue მხარს უჭერს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩვენი მიზანია, რომ ქალებს ხელი შევუწყოთ თავიანთ პროფესიულ საქმიანობაში, მეწარმეობაში. ამ მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი ღონისძიებაც. მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეებიდან 6 ქალმა უკვე დაიწყო სამსახური ხელსაქმის მიმართულებით, 8 ქალმა კი მოიპოვა საგრანტო დაფინანსება თავისი მეწარმეობის გასაგრძელებლად\", - აღნიშნა EU4Dialogue-ის პროექტის კოორდინატორმა მარიამ ბეგიაშვილმა.

პროექტი \"ხელსაქმე სოციალური ცვლილებებისთვის\" გასული წლის ივნისიდან ხორციელდებოდა. მისი მიზანი, დევნილი და მასპინძელი თემის წარმომადგენელი, სხვადასხვა სოციალურად მოწყვლადი ახალგაზრდა ქალისთვის პროფესიული უნარების განვითარებით სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდა, სოციალური ინტეგრაცია და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა იყო.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / radioatinati.ge  
Twitter:   / atinati1059  
Instagram:   / radioatinati1059fm

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან