„ძირს იარაღი!“ - ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

12/10/2019
Radio Atinati-ის მიერ

ნობელის დღე ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის წიგნის \"ძირს იარაღი!\" პრეზენტაციით აღნიშნეს. რომანი შეხვედრის ორგანიზატორებმა, გამომცემლობა \"არტანუჯის\" მთავარმა

რედაქტორმა ზვიად კვარაცხელიამ და საინიციატივო ჯგუფის \"ნდობა მშვიდობისთვის\" წარმომადგენელმა სალომე ადამიამ შეკრებილებს სამხატვრო გალერეაში წარუდგინეს.


ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემიის იდეის ავტორმა სალომე ადამიამ გვითხრა, რომ ნობელის პრემიის პირველი ქალი ლაურეატის, ავსტრიელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის რომანის პრეზენტაციის ზუგდიდში გამართვა სიმბოლურია, რადგან, პრობლემა, რომელსაც ავტორი ეხება ნაწარმოებში, დღესაც აქტუალურია.

\"ჩვენი კონტექსტისთვის, ჩვენი რეგიონისთვის განსაკუთრებით ახლობელია ის სატკივარი, რაც ახლავს კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ სიტუაციას, ამიტომაც ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა დავფიქრდეთ საკუთარ როლზე ამ პროცესში, რასაც ჰქვია მშვიდობის მშენებლობის პოპულარიზაცია\" - გვითხრა სალომე ადამიამ.

მისი თქმით, ეს არის რომანი, რომელიც მე - 19 საუკუნის მიწურულს ქალის თვალით დანახულ ომის საშინელებებზე მოგვითხრობს. აქედან გამომდინარე, ეს წიგნი არის პროტესტი, ერთგვარი მანიფესტი, მთელი მილიტარისტული პოლიტიკის წინააღმდეგ.

ზვიად კვარაცხელიამ 130 წლის წინ დაწერილი ეპოქალური წიგნის ქართულად თარგმნისა და გამოცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ წიგნი საინტერესოა, როგორც იდეის, ასევე მხატვრულობის თვალსაზრისით. მწერალმა ბერტა ფონ ზუტნერის სამეგრელოსთან, კერძოდ ზუგდიდთან კავშირზეც გაამახვილა ყურადღება:

\"ბევრი რამ აკავშირებს ზუგდიდთან, ის იყო სტუმარი ეკატერინე ჭავჭავაძისა და წლებისა განმავლობაში ჩვენს მხარეში ცხოვრობდა. არაერთი კორესპონდენცია, წერილი, მოთხრობა თუ მხატვრული ნაწარმოები არის შთაგონებული, როგორც სამეგრელოთი, ასევე საქართველოს თემით მის შემოქმედებაში. ამიტომ ბერტა ფონ ზუტნერის სახელისა და ღვაწლის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანი საქმეა და ვფიქრობ რომ ეს გაგრძელდება მისი სხვა ნაწარმოებების და მის მიერ განხორციელებული სხვა საქმეების წარმოჩენით\", - თქვა ზვიად კვარაცხელიამ.

მსოფლიო ბესტსელერად ქცეული რომანი გერმანულიდან თამარ კოტრიკაძემ თარგმნა. წიგნი გამოიცა გამომცემლობა \"არტანუჯის\" პროექტის \"სხვა კლასიკა\" ფარგლებში, საინიციატივო ჯგუფის \"ნდობა მშვიდობისთვის\" ინიციატივით და ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის პირველი ლაურეატის ნინო კალანდარიშვილის მხარდაჭერით, \"თჰე Kვინნა ტილლ Kვინნა Fოუნდატიონ\"- თან თანამშრომლობით.რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან