ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა
ზუგდიდში დოკუმენტური ფილმის ,,ქართველებთან და საქართველოში" პრეზენტაცია გაიმართა. ის ასახავს მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალის, ავსტრიელი მწერლის და პაციფისტის, ბერტა ფონ ზუტნერის და მისი მეუღლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ხუთწლიან პერიოდს ზუგდიდში. ,, ყველა ავსტრიელმა იცის ვინ არის ბერტა ფონ ზუტნერი, მაგრამ ყველა ავსტრიელმა არ იცის, რომ ის საქართველოში მნიშვნელოვან მწერლად ჩამოყალიბდა,’’ - აღნიშნა მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილების უფროსმა ბესიკ არახამიამ. დოკუმენტური ფილმი ახალგაზრდა რეჟისორთა საინიციატივო ჯგუფმა მერიის მხარდაჭერით მოამზადა, სადაც ნაჩვენებია, რომ საქართველოში ცხოვრების მანძილზე ბერტა ფონ ზუტნერი და მისი მეუღლე აქტიურ სამწერლო- ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდნენ. ისინი ფრანგ ჟურნალისტ ჟიულ მურიესთან ერთად იონა მეუნარგიას აქტიურად ეხმარებოდნენ ,,ვეფხისტყაოსნის’’ ნაწარმოების ფრანგულად თარგმნაში. ბერტამ სწორედ ზუგდიდში დაწერა რომანები : ,,ჰანა’’ , ,,ცუდი ადამიანი’’, ,,სულის ინვენტარიუმი’’. ის და მისი მეუღლე სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სტუმრები იყვნენ. სამწერლო მოღვაწეობის გარდა ბერტამ უმნიშვნოლანესი წვლილი შეიტანა თავისი დროის პაციფისტური მოძრაობის განვითარებაში. მან ომის საშინელებებს რომანი “ძირს იარაღი!” მიუძღვნა, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად, 16 ენაზეა თარგმნილი. იგი 1905 წელს დააჯილდოვეს ნობელის პრემიით მშვიდობის დარგში, ის იყო პირველი ქალი, რომელმაც ეს პრემია მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ამ დარგში პრემიის დაწესება ალფრედ ნობელს სწორედ ბერტამ შთააგონა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მშვიდობა ქალების პროზაში და მის მიღმა - საჯარო ლექცია ზუგდიდ...
Radio Atinati
„ძირს იარაღი!“ - ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის წიგნის პრეზენტა...
Radio Atinati
#ახალიდღე ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის გადაცემის ცერემონია ზუგდიდში გაიმ...
მეცხრე ტალღა
ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის პირველი გამარჯვებული და...
Radio Atinati
ბერტა ფონ ზუტნერის კავშირები ზუგდიდთან
Livepress. ge
"გაცოცხლებული მე-19 საუკუნე" - "ევროპის მემკვიდრეობის დღეები...
Radio Atinati
#ნაშუადღევს მშვიდობის პრემია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster