დევნილი: მირჩევნია აფხაზეთში მომკლას ტყვიამ, ვიდრე ზუგდიდში ქვამ
ზუგდიდის რაიონულ საავამდყოფოში ჩასახლებულ დევნილებს სამართალდამცავებმა ენგურის ხიდზე ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადასვლის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით, ისინი საავადმყოფოს შენობაში დაბრუნდნენ, თუმცა თქვეს, რომ თუკი დევნილთა სამმართველოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა მათ არ შეხვდება, ისინი აფხაზეთში გადავლენ. „თუ არ მოვა და არ შეგვხვდება ჩილაჩავა, აუცილებლად გადავალთ, დღეს ორნი ვიყავით, მაგრამ უფრო მეტნი ვიქნებით“, - აღნიშნა ნანი შონიამ. თავის მხრივ, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსის მანუჩარ ჩილაჩავას თქმით, მას დევნილებთან კომუნიკაციის პრობლემა არასოდეს ჰქონია. „დეკემბერში დასრულდება ორი კორპუსი. გარდა ამისა, ვიწყებთ 6 კორპუსის მშენებლობას. რაიონულ საავამდყოფოში მცხოვრები დევნილების მძიმე საცხოვრებელი პირობებიდან გამომდინარე აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ეს ხალხი ბინების მიღების დროს კომისია აქედან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჩილაჩავამ.რაიონულ საავამდყოფოში მცხოვრები ორი დევნილი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ. ისინი ე.წ. გამშვები პუნქტის გადაკვეთითა და აფხაზეთში გადასვლით იმუქრებოდნენ მათი თქმით, აღნიშული გადაწყვეტილება დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის გუშინდელი განცხადების შემდეგ მიიღეს. „თუ ჩვენ ვინმეს ვაშანტაჟებთ, მობრძანდნენ და ნახონ, როგორ მდგომარეობაში ვართ. გადავალთ აფხაზეთში თეთრი დროშით. მირჩევნია, აფხაზეთში ტყვიამ მომკლას, ვიდრე ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს შენობის ქვამ“, - უთხრა ჟურნალისტებს ტარიელ ქობალიამ.სუბარმა რადიო "ათინათის" კითხვის პასუხად, რომელიც რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილებს ეხებოდა, უპასუხა, რომ შანტაჟით ვერაფერს გააწყობენ. მისივე თქმით, ბინების გადანაწილება შიმშილობით არ ხდება. „ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხი. ზუგდიდში დაწყებულია ათი კორპუსის მშენებლობა, რომელთაგან 4 მალე დასრულდება. მინდა გავაფრთხილო ის ადამიანები, ვინც ცდილობენ გრძნობებზე ითამაშონ. განაწილება ხდება მკაფიო კრიტერიუმებით და როგორც არ მოყვა შედეგი შანტაჟს წინა წლებში, ისე იქნება ახლაც. გვაქვს გეგმა, რომელი შენობები უნდა დავხუროთ და რამდენქულიანს უნდა მიეცეს ბინა ამ ეტაპზე. ეს გეგმა არ შეიცვლება და ამას ვერ დააჩქარებს ისეთი ქმედებები, როგორიცაა კარვის გაშლა", - აღნიშნა სუბარმა.ენგურის ხიდზე იმყოფებოდა აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელიც, რომელიც დევნილებს დალოდებისკენ მოუწოდებდა. აღნიშნულ შენობაში, სადაც დევნილები 20 წელია ცხოვრობენ, ბოლო კვირების განმავლობაში, მეორე და მესამე სართულებს შორის, დერეფანში იატაკი ორჯერ ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დევნილები განსახლებას და საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დევნილი
goga wurwumia
დევნილი იმედა ლომაიას ისტორია
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო
დევნილი ფერმერი ხურჩიდან, რომელმაც აფხაზებს ბიომეურნეობის მო...
Radio Atinati
თაბუკაშვილის ქუჩაზე მცხოვრები დევნილები 20 000 ლარის ოდენობი...
Radio Atinati
დევნილების მოთხოვნები და სამინისტროს პასუხი
Radio Atinati
დევნილი აწმყოდან უკეთესი მომავლისკენ
ამერიკის ხმა
დევნილი ნუგზარ სიჭინავა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმი...
მეცხრე ტალღა
იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე დევნილი ოჯახებისათვის განა...
დევნილთა და ეკომიგრანტთა სააგენტო