გამგეობა მარტოხელა ხანდაზმულთა შინ მოვლის პროგრამას იწყებს
ზუგდიდის გამგეობის და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“ ერთობლივი პროექტის ,,ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი’’ პრეზენტაცია გაიმართა. გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსის გოგი რევიას თქმით, აღნიშნული პროექტი მარტოხელა ხანდაზმულთათვის სახლ-კარის დასუფთავებას, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში დახმარებას, ექიმის ვიზიტებს, საკვებით მოამრაგებას და სხვა მომსახურებას მოიცავს. ,, პროექტი გულისხმობს 30 ბენეფიციარის შინ მოვლას. წინასწარ არის შერჩეული ოჯახები, ჩვენ ყველა ოჯახში ვიმყოფებოდით. თუ რას საჭიროებენ ეს ოჯახები უკვე დაზუსტებულია და შესაბამისი განრიგის მიხედვით ვივლით ყველა ოჯახში ’’,- თქვა რევიამ. გამგებელის ლაშა გოგიას თქმით, აღნიშნული პროგრამა მომავალშიც გააგრძელდება და პროექტის დასრულების შემდეგ პასუხისგებლობას მუნიციპალიტეტი აიღებს. ,, ეს ახალი პროექტია, რომელც 1 დეკემბრამდე გაგრძელდება. შემდეგ კი მუნიციპალიტეტი აიღებს ვალდებულებას და ეს პროგრამა გაგრძელდება’’- განაცხადა გოგიამ. შეხვედრის დასრულების შემდეგ ღონისძიების მონაწილეებმა, პროგრამის ფარგლებში, გამგეობის მიერ გამოყოფილი სპეციალური ტრანსპორტი დაათვალიერეს, ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი. ,, ეს იქნება ავტომობილი, რომელშიც იქენბა დამონტაჟებული სარეცხი მანქანა, ასევე სამეურნეო საჭიროებებსთვის აღჭურვილი სხვადასხვა ტექნიკური აღჭურვილობა, რაც მისცემს მათ საშუალებას გაიუმჯობესონ თავიანთი საცხოვრებელი პირობები“, - თქვა პროექტის მენეჯერმა ნანა ყურაშვილმა. ცნობისთვია, აღნიშნულმა ორგანიზაციამ 2016 წლის მაისში გამგეობაში მრჩეველთა საბჭო შექმნა, რომელმაც შეიმუშავა სტრატეგია, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მუშაობა. შემდგომ კი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. წარდგენილი 13 განაცხადიდან ჯამში 4 პროექტი დაფინანსდა. მათ შორის, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შინმოვლის პროგრამა, რომელიც გამგეობას ეკუთვნის. საერთაშორისო ორგანიზაცია PIN პროექტს ზემოაღნიშნულ პროგრამას ევროკავშირისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს. მისი მიზანია მოწყვლადი კატეგორიებისთვის სხვადასხვა სერვისების დანერგვა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
მარტოხელა ხანდაზმულებისთვის შინმოვლის პროგრამა იწყება
Radio Atinati
ზუგდიდის გამგეობამ მარტოხელა დედას სახლი გადასცა
Radio Atinati
ზუგდიდის გამგეობამ ბენეფიციარებს საცხოვრებელი სახლები გადასც...
Radio Atinati
სოციალურად დაუცველებს ახალი სახლები გადაეცათ
Radio Atinati
კვლევის მიხედვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მაღალი ნდობა აქვს
Radio Atinati
ზუგდიდის გამგეობამ სოც. დაუცველ 7 ოჯახს ახალი სახლები გადასა...
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
მარტოხელა მამაკაცი ქობულეთის გამგეობას დახმარებას სთხოვს
TV 25
გამგეობაში სამუშაო თათბირი გაიმართა 27 07 16
Municipality of Marneuli