კვლევის მიხედვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მაღალი ნდობა აქვს
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) დაკვეთით სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციალური სერვისების ხელმისაწვდომლობისა და საჭიროებების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის მიხედვით ზუგდიდი ოთხ სამიზნე მუნიციპალიტეტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და პროგრესულია თუმცა კვლევამ აგრეთვე უჩვენა, რომ ბევრი სერვისი ჯერ კიდევ არ არსებობს ჩვენს ქალაქში, მაგალითად: შშმ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი, თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის და ცალკე სერვისი მარტოხელა დედებისთვის. „ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო და უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების ინფორმირება იმაზე თუ რა სოციალურ სერვისებს სთავაზობს მას გამგეობა ან არასამთავრობო სექტორი,“- აღნიშნა საქველმოქმედო ცენტრის „თანაზიარის“ ხელმძღვანელმა რუსუდან ბეჭვაიამ. შეხვედრის მიზანი სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობა, საჭიროებების კვლევის შედეგების გაცნობა და სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და მისი მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და გაძლიერება საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის, ასევე ოთხ მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად PIN-ის სოციალური დეპარტამენტის გამოცდილების გაზიარება და სოციალური ინტეგრაციის მოდელის დანერგვა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის მერობის კანდიდატების ბიზნეს წილები და ქონება TI-ს კ...
Radio Atinati
არასამთავრობო: მოსახლეობას სოციალურ სერვისების შესახერბ ინფო...
Radio Atinati
გაუმჯობესდა თუ არა მდგომარეობა ზუგდიდელებისთვის დასაქმების კ...
Radio Atinati
NDI კვლევის შედეგების მიხედვით..
odishitv
ზუგდიდელი მკვლევარი „ქვა-ტახტისთვის“ ტურისტული დანიშნულებას...
Radio Atinati
TI: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია საწვავის ხარჯების მიხედ...
Radio Atinati
ზუგდიდის პროკურორი მოსწავლეებს ნარკოტიკების მავნე ზეგავლენაზ...
Radio Atinati
კვლევის მიხედვით, საქართველოს საზოგადოება უფრო ტოლერანტული ხ...
Euronews Georgia