ზუგდიდის მერობის კანდიდატების ბიზნეს წილები და ქონება TI-ს კვლევის მიხედვით
10/11/2017
Radio Atinati-ის
მიერ
\"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს\" ზუგდიდის ორგანიზაციამ ზუგდიდის მერობის კანდიდატებისა და პარტიული სიების პირველი ნომრების ბიზნეს წილების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს გააცნო.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რისთვისაც მათ საჯარო რეესტრისა და დეკლარაციების საიტები გამოიყენეს, ზუგდიდის მერობის რამდენიმე კანდიდატი ბიზნეს წილებს ფლობს.
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლაშა გოგია შპს „მედჰაუსის“ 100%-იან წილს ფლობს, მისი დირექტორი კი მამა ალმერ გოგიაა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია გოგიას ბოლო დეკლარაციაში არ აქვს მითითებული. გარდა ამისა, გოგია ცაიშში 3 000 კვ.მ-ის მიწინს ნაკვეთს და ზუგდიდში საცხოვრებელ სახლს ფლობს.დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული „ენმ-ის ზუგდიდის მერობის კანდიდატს ლევან კონჯარიასაც. კერძოდ, მას დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რომ შპს „ელიტ ბრენდ კომპანის“ 25%იანი წილის მფლობელია, მისი შვილი ოთარ კონჯარია კი შპს „ექსპრეს პრინტინგის“ 100%-იანი წილის მფლობელი. კონჯარია თბილისსა და ზუგდიდში ორ ბინას, ორ საცხოვრებელ სახლს ზუგდიდში, მიწის ორ ნაკვეთსა და ოთხ არასაცხოვრებელ ფართს ფლობს.
რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს, ლელა ქებურიას დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რომ მისი მეუღლე გიორგი ჯიქია შპს „დლგ ჯგუფის“ 100 %-იან წილს ფლობს და ამავე კომპანიის დირექტორია. თავად ლელა ქებურიას კი, დეკლარაციის თანახმად, მას ზუგდიდში საცხოვრებელი ბინა აქვს.ინგირში მიწის ნაკვეთს ფლობს „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა, რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატს დომენტი სიჭინავას, მის სახელზე საჯარო რეესტრში რაიმე ქონება მითითებული არ არის, თუმცა შპს „ბაია ზუგდიდის“ 90%იანი და შპს „სამარგალოს“ 100%იანი წილის მფლობელია.რაც შეეხება პარტიული სიის პირველ ნომრებს, მმართველი გუნდის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი მამუკა წოწერია შპს „ზუგდიდის ეთერზეთების კომპანიის“ 100%-იანი წილის მფლობელია, მისი მეუღლე კი საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს ფლობს ზუგდიდში.
საჯარო რეესტრში არ არის არანაირი მონაცემი ენმ-ის სიის პირველი ნომრის ანი წითლიძის ქონების შესახებ, ისევე, როგორც ბათლომე შელიას ქონების შესახებ, გარდა იმისა, რომ „ევროპული საქართველოს“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შპს „ნაგი21-ის“ 50-იანი წილის მფლობელი და დირექტორია.
ბინას და მიწინს ნაკვეთს ფლობს ზუგდიდში „დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ სიის პირველი ნომერი გურგენ სართანია.
TI-ის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის არჩილ თოდუას თქმით, თანამდებობის პირთა მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციები პრობლემაა, რადგან საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს მათი ბიზნესინტერესების შესახებ.„ჩვენ ამ ინფორმაციას ვაქვეყნებთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. ასევე, სამი კანდიდატის მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციები უკვე პრობლემაა და მათ შემდეგში სრულად უნდა შევასონ ინფორმაცია მათი და მათი ოჯახის წევრების ბიზნესწილებისა და საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ“, - დასძინა თოდუამ.
გარდა ამისა, კვლევაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში წარდგენილი მერობის კანდიდატების ქონებრივი და ბიზნესწილების შესახებ არის ინფორმაციაც წარმოდგენილი. კვლევაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ზუგდიდის, ხობისა და ფოთის მერობის კდანდიდატები \"ქართული ოცნებიდან\" სხვადასხვა დროს შესაბამისი მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრები ან თანამდებობის პირები იყვნენ ენმ-დან. ამასთან, ფოთის მერობის კანდიდატს გოჩა კურდღელიან 2012 წელს შემოწირულობა ენმ-სთვის, 2016 წელს კი - \"ქართული ოცნებისთვის\" აქვს გაკეთებული. 2017 წელს \"ევროპულ საქართველოს\" ლელა ქებურიამ 10 000 ლარი შესწირა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/