“ოცნების“ კანდიდატების წარდგენაზე სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდნენ
ზუგდიდის ცენტრში „ქართული ოცნების“ მერობის წარდგენის ცერემონიაზე დასასწრებად სამეგრელოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდნენ. ამ წუთებში ისინი ცენტრალურ მოედანზე იკრიბებიან. მათი ნაწილი რადიო „ათინათთან“ ამბობს, რომ ზუგდიდში საკუთარი მუნიციპალიტეტის მერობის კანიდატების მხარდასაჭერად თავიანთი ინიციატივით ჩამოვიდნენ, ნაწილის თქმით კი ისინი „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბების ხელმძღვანელების ორგანიზებით ესწრებიან. „ფოთიდან ჩამოვედით, დაახლოებით, 20-მდე სამარშუტო ტაქსი, დიდი ავტობუსი და მანქანებით. ჩვენ, ზონის კოორდინატორებმა დავიქირავეთ მძოლები და ერთობლივი ინიციატივით ჩამოვედით“, - თქვა მადონა აბშილავამ. სენაკის მცხოვრები ამბობს, რომ წარდგენის შესახებ ისინი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა გააფრთხილა. „ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ. ალბათ დაიქირავეს ტრანსპორტი და ჩამოვედით“, - თქვა მანონი წურწუმიამ. ღონისძიებას ესწრებიან ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებიც. „რადგან აქ ვარ, ასე გამოდის, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ზუგდიდელმა ირმა კიკავამ. ზუგდიდში მმართველიო პარტიის მერობის კანდიდატების წარდგენაზე დასასწრებად მარტვილიდან, აბაშიდან, ხობიდან და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლებიდანაც ჩამოვიდნენ. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე წარადგენს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google +: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
"ოცნების" მერობის კანდიდატების დაპირებები სამეგრელოს მოსახლე...
Radio Atinati
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენა სამეგრელო-ზემო სვანე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ მაჟორი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენა მესტიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში კანდიდატები წარადგინეს (ვი...
Radio Atinati
"ოცნების" კანდიდატების წარდგენა
samkhretis karibche