TI: სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია საწვავის ხარჯების მიხედვით პირველ ადგილზეა
02/28/2018
Radio Atinati-ის
მიერ
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით საწვავის შესაძენად ყველაზე დიდი ოდენობით თანხა გახარჯა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ჟურნალისტებს ორგანიზაციის კვლევის შედეგები გააცნო, რომელშიც TI-მ სამხარეო ადმინისტრაციების მიერ გასულ წელს გაწეული ხარჯები წარმოადგინა.
თოდუას ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიამ საწვავის შესაძენად ყველაზე მეტი თანხა გახარჯა.
„ყველაზე მეტი მოცულობის თანხა საწვავის შესაძენად სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში იქნა გახარჯული, მისმა მოცულობამ 86 722 ლარი შეადგინა, რითაც 47 458 ლიტრი საწვავი (ბენზინი, დიზელი) იქნა შეძენილი, გუბერნატორებს შორის საწვავის ყველაზე დიდი ლიმიტით (ერთ თვეზე საშუალოდ 1 500 ლიტრი) სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სარგებლობს, შესაბამისად, მის მიერ 2017 წლის განმავლობაში 14 356 ლიტრი საწვავი იქნა გახარჯული, რაც 3 434 ლიტრით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელთან (17 790 ლიტრი) შედარებით“, - განაცხადა თოდუამ.სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია კვებისა და რესტორნის მომსახურების ხარჯების მიხედვით იმერეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. გუბერნიაში ამისთვის 11 660 ლარი გახარჯეს.
„ამ მონაცემებს 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს ვერ შევადარებთ, რადგან შესაბამისი მონაცემი არ გვაქვს“, - აღნიშა თოდუამ.
რაც შეეხება სხვა ხარჯებს, TI-ის კვლევის შესაბამისად, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში პრემია-დანამატის სახით სულ 191 037ლარი გაიცა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 45 036-ით ნაკლებია. გაზრდილია გაცემული ხელფასების ოდენობა. 2017 წელს გუბერნიაში 375 946 ლარი ხელფასის სახით გაიცა, ეს მონაცემები კი 2016 წელს 375 156 ლარს შეადგენდა. გასულ წელს გუბერნატორმა ლევან შონიამ კი 35 400 ლარის დანამატი აიღო.
გაზრდილია ხარჯები სატელეკომუნიკაციო მომსახურებისთვისაც. გასულ წელს გუბერნიამ სატელეფონო მომსახურებისთვის 4 812 ლარი, 2016 წელს კი 3 839 ლარი დახარჯა. აღნიშნული ხაჯებისგან განსხვავებით შემცირდა სამივლინო ხარჯების ოდენობა, რამაც 2017 წელს 4 680 ლარი, 2016 წელს კი 8 110 ლარი შეადგინა.
“საერთაშორიო გამჭვირვალობა- საქართველო“ სხვადასხვა ხარჯების შემცირებას მიესალმება, თუმცა აღნიშნავს, რომ პრობლემურ საკითხად დარჩა 2017 წელს ცალკეული თანამდებობის პირებზე დანამატების ყოველთვიურად გაცემის პრაქტიკა და მოუწოდებს ადდმინისტრაციულ ორგანოებს, ყოველ ინდივიდუალ შემთხვევაში დასაბუთდეს დანამატის გაცემის აუცილებლობა და მიეთითოს შესაბამისი კრიტერიუმები.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/