NDI კვლევის შედეგების მიხედვით..
NDI კვლევის შედეგების მიხედვით მოსახლეობისთვის პრიორიტეტად კვლავ დასაქმება რჩება. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის NDI წარმომადგენლებმა ადგილობრივ ჟურნალისტებს DNI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გააცნეს. კვლევის თანახმად ზუგდიდის საზოგადოებისთვის სამ უმთავრეს პრიორიტეტს სამუშაო ადგილები, ტერიტორიული მთლიანობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა წარმოადგენს, მაშინ როდესაც ფასების ზრდის და ინფლაციის აქტუალურობის მაჩვენებელი დაბლა იწევს. გამოკითხულთა 70 პროცენტი პრიორიტეტულ საკითხად სამუშაო ადგილების შექმნას , 43 პროცენტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას , ხოლო 47 პროცენტი ხელფასებს ასახელებს. კვლევის დროს დასმულ კითხვაზე" ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს მიიღებდით თუ არა მონაწილეობას" გამოკითხ75% მა დადებითი პასუხი გასცა , რაც NDI მიერ 2012 წლის თებერვალში ჩატარებული კვლევების შედეგებთან შედარებით 11 პროცენტით, ხოლო 2011წლის სექტემბერში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით 24 %--ით გაიზარდა. შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა ის შედეგები თუ რომელი მედია ორგანიზაციების წყალობით იგებს საზოგადოება ინფორმაციას, პირველ ადგილზე ისინი ტელევიზიებს აყენებენ . რეგიონალურ ტელევიზიებს შორის რეიტინგით პირველ ადგილზე ტელეკომპანია „ოდიში" ხოლო მეორე ადგილზე ფოთის მე--9 ტალღა დასახელდა . კვლევა მიმდინარე წლის 4 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით ჩატარდა, გამოიკითხა 6.299 პირი. http://www.odishi.ge/ http://www.facebook.com/odishitv/
მსგავსი ვიდეოები
NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით მურმან დუმბაძე გამოკითხულთ...
TV 25
ენდიაის კვლევის შედეგების პრეზენტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI-ს კვლევა - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI-ის კვლევის შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI-ს კვლევის შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კვლევის შედეგები დღეს ადგილობრივ მედიას NDI-ის საქართველოს ო...
odishitv
NDI-ის კვლევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI- ის კვლევის შედეგების შეჯამება
TV IMEDI