NDI-ს კვლევის შედეგები
პოლიტიკურ წრეებში რეზონანსული აღმოჩნდა „ენდიაის“ ახალი კვლევა. ისევ მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა შეხედულებებთან, გამოკითხვის მიხედვით, არცერთი პარტია არ დგას. 19%-იანი მაჩვენებელი აქვს მმართველ პარტიას, მას თითქმის ხუთჯერ ჩამორჩება ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ნაციონალურ მოძრაობა“. სხვა პარტიების ჯამური მონაცემი კი 12%-ს შეადგენს. 62%-ის აზრით, მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება. შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერის და მთავრობის მუშაობაც. ქვეყნის ყველაზე მთავარ პრობლემებად კვლავ სიღარიბე, დასაქმება და ფასების ზრდა სახელდება. თუ ახალი კვლევის შედეგებს დავეყრდნობით, ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ოთხიდან ერთს კი თანხა მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ცალკე ნაწილი ეთმობა ქვეყნიდან გადინების მაჩვენებლებს და ემიგრაციის ზრდის მიზეზების გარკვევას. ყველაზე დიდ საფრთხედ გამოკითხულთა უმრავლესობა რუსეთის სამხედრო აგრესიას მიიჩნევს. გაზრდილია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მსურველთა რაოდენობა. 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ჩატარებული კვლევის დროს 2068 ადამიანი პირისპირ გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 2%-ია. თეონა ხუბულავა გაეცნო ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი განწყობის ახალ კვლევას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
NDI-ს კვლევის შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI-ს კვლევის შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI-ს კვლევის შედეგები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI-ს კვლევის შედეგები
TV 25
NDI-ს კვლევის შედეგები
Business Media Georgia
NDI-ს კვლევის შედეგები - პოლიტოლოგებისა და სოციოლოგების შეფა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI-ს კვლევის შედეგების შეფასება
ტელეკომპანია თანამგზავრი
NDI--ს კვლევის შედეგების შფასებები
TV IMEDI