NDI-ის კვლევა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მორიგ შედეგებს აქვეყნებს. NDI-ის კვლევის მიხედვით, წინა კვლევასთან შედარებით, 14 %-ით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. შედეგებიდან ასევე ჩანს, რომ საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერა კვლავაც სტაბილურად მაღალია. გასული წლის შემდეგ მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება გაზრდილია 10 %-ით. შეკითხვაზე, - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, - 25% პასუხობს, რომ ეს არის „ქართული ოცნება“. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 6% ასახელებს. სხვა პარტიების შედეგი კი ჯამში 13%-ია. NDI-ის ანგარიში 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ეყრდნობა. გამოკითხვა 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 %-ია. კვლევის ავტორების ინფორმაციით, წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით თბილისში და ასევე დიდი და მცირე ზომის ურბანულ დასახლებებში ჩატარდა. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, როგორც NDI განმარტავს, გამოყენებულია სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდები. ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, - ქართულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
NDI-ის კვლევა
TV IMEDI
NDI-ის კვლევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI-ის კვლევა
2030 Official
NDI-ის კვლევა
TV Pirveli
NDI-ის კვლევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI ის კვლევა
MDF
NDI-ის კვლევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
NDI-ის კვლევა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster