ზუგდიდელი მკვლევარი „ქვა-ტახტისთვის“ ტურისტული დანიშნულებას მინიჭებას ითხოვს
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ისტორიკოს-მკვლევარმა ციცო შენგელაიამ საკუთარი კვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ბოტანიკურ ბაღში მდებარე ქვის ფილა ისტორიულ-სამართლებრივი მნიშვნელობის ძეგლია. შენგელაიას მტკიცებით, წერილობით წყაროებსა და ზეპირ გადმოცემებში მოცემულია, რომ აღნიშნულ „ქვატახტზე“ მოქალაქეების საჩივრებს სამართლებრივად განიხილავდნენ, განსჯიდნენ და ვერდიქტს გამოაცხადებდნენ. რაც შეეხება ცაცხვის ხეს, რომელიც დადიანების ისტორიული მუზეუმის ეზოშია, 600 წლოვანია და მასზე მართლმსაჯულება აღესრულებოდა. შენგელაია ასევე ამბობს, რომ მართლმსაჯულების განხორცილებისა და აღსრულების ეს ფორმა მე-17 და მე-19 საუკუნებში იყო. “დადიანები სჯიდნენ სამართალს და ვერდიქტს აცხადებდენ. ეს ქვა აუზის ტერიტორიაზეა გადატანილი. სასჯელაღსრულების ხე კი მუზეუმის ეზოშია. მე წლების განმავლობაში მივმართავდი ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მოგვეტანა ქვა, აღვედგინა ტახტი, რესტავრაცია გაკეთებულიყო, მაგრამ ვერ მოხერხდა... ახლა კი უპრიანია მისი ადგილზე დაბრუნება. ეს არის მომავლის საქმე, რომ ვიცოდეთ, ჩვენი წინაპრები სამართალს როგორ განიხილავდნენ“, - აღნიშნა შენგელაიამ. შეხვედრას საკრებულოს წევრები, ისტორიკოსები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე ააიპ ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად ქარჩავაც იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ის ქვის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიიდან გატანის წინააღმდეგია. საბოლოოდ, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ობიექტებისთვის ტურისტული დანიშნულების მინიჭება განხილვის საგანი უნდა იყოს. „ხაზგასმა იყო იმაზე, როგორი სამართლებრივი ევოლუცია განიცადა ქართულმა მართლმსაჯულებამ... ვფიქრობ, საინტერესოა მოსაზრება ტურისტული დანიშნულების მინიჭების შესახებ, რომელიც ფართო საზოგაადოებამ უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება შემდეგ იქნეს მიღებული“, - თქვა საკრებულოს წევრმა სანდრო სორდიამ. შენგელაიას თქმით, შეხვედრის მიზანი სამეგრელოს რეგიონში ტურისტული განვითარების ხელშეწყობა და ახალი ტურისტული პროდუქტის ფორმირებაა, რომლის მიხედვით შესაძლებელია ქვა-ტახტის, როგორც სამეგრელოს კუთხის სამართლის ისტორიის სიმბოლოს განთავსება დადიანების სასახლეთა წინამდებარე ტერიტორიაზე, 600 წლოვან ცაცხვის ხესთან. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საჯარო ლექცია ძალადობის გენდერულ ასპექტებზე - ზუგდიდში
Radio Atinati
დალი ცატავა მეგრულ ხაჭაპურზე
Radio Atinati
კააააი ბიჭო, კაი, კაააი, კააააი — ოცნებამ ზუგდიდიში ისეთები...
კვირაში ერთხელ • მიშა მშვილდაძესთან
„ღანდამ“და მზის ფორმის სარიტუალო ხაჭაპური სამეგრელოდან
Radio Atinati
„ძალა ევროპაშია“ – საბჭოთა რეპრესიები და პირველი რესპუბლიკის...
Radio Atinati
კვლევა: მგზავრთა გადაყვანის სფერო რეფორმებს საჭიროებს
Radio Atinati
გვარის ისტორია - კეიდია, კედია
Radio Atinati
გვარის ისტორია - ჟორდანია
Radio Atinati