ზუგდიდში ყინულის სახლი საზეიმოდ გაიხსნა
ზუგდიდის სკეიტ პარკში ყინულის სასახლე დღეს საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიაში, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ, ანსამბლმა „ოდოიამ“, ბათუმის ყინულის სახლის სპორტსმენებმა, ბათუმის მოცეკვავეთა დასმა და ქუთაისის ყინულის სახლის ჰოკეისტთა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. მანამდე შეკრებილებს ყინულის სახლის გახსნა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის ვიცე-მერმა გიორგი შენგელიამ და ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა მიულოცეს. სწორედ მათ გახსნეს ლენტი საციგურაო მოედანზე. სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, მუნიციპალიტეტი მუშაობს, რომ ყინულის სახლის ფუნქციონირება უფრო საინტერესო და მომგებიანი იყოს ზუგდიდელებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ ყინულის სახლის ტენტს ექსპლუატაციის ვადა ორ წელიწადში გასდის. „დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, შევიდა ექსპლუატაციაში ყინულის სახლი, რითაც ძალიან გაიხარეს თანამოქალაქეებმა. მინდა აღვნიშნო, რომ ყინულის სახლის ტენტს ორ წელიწადში ექსპლუატაციის ვადა ეწურება და სამწუხაროდ, დიდი თანხა დაუჯდება ბიუჯეტს. შესაბამისად, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას, რომ ინვესტორის მეშვეობით გადავიტანოთ ისეთ შენობაში, სადაც ექსპლუატაციის ვადა ხანგრძლივი იქნება და კომფორტულადაც მოეწყობა.ასევე, გვსურს, დაემატოს სხვა სპორტული სახეობები და სპორტული სექტორი ყინულის სახლის მიმდებარედ. მუნიციპალიტეტი მუშაობს იმისთვის, რომ ყინულის სახლი ქალაქისა და მოქალაქეებისთვის მეტად საინტერესო და მომგებიანი იყოს“, - თქვა მოწერელიამ. ყინულის სახლში ამ ეტაპზე ინდივიდუალური სრიალი არ იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ უთხრა. მისივე თქმით, სპორტული წრეების ტარიფები უკვე განსაზღვრულია და ერთი ბავშვისთვის საფასური - 40, ოჯახის ორი წევრისთვის - 60, სამი წევრისთვის - 80 ლარი, სოციალურად დაუცველებისთვის კი უფასო იქნება. „ამ ეტაპზე იფუნქციონირებს ფიგურული სრიალის წრე. სპეციალისტებს მოვიწვევთ ფედერაციიდან და ხვალიდან დაიწყება მიღება. ამ ეტაპზე სხვა წრეების დამატება არ იგეგმება. ინდივიდუალური სრიალი კი, სანამ ელექტრონული გადახდის სისტემა არ მოწესრიგდება, არ იქნება“, - აღნიშნა შენგელიამ. ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა კი ზუგდიდელი ახალგაზრდებისთვის ყინულის სახლის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. „მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, ეზიარონ სპორტის ამ ულამაზეს სახეობას. რაც შეეხება გადატანას, მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია, თუმცა, ჩვენი გვსურს, არ შეწყდეს სამწვრთნელო პროცესი და უწყვეტად ივარჯიშონ ბავშვებმა“, - თქვა გიორგობიანმა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე გიორგი შენგელიამ აღნიშნა, რომ თუკი სასტუმროს მშენებლობა ყინულის სახლის ტერიტორიაზე გადაწყდა, ობიექტი დროებით ტექნიკური სამუშაოების გამო დაიხურება. სასტუმროს მშენებლობის შემთხვევაში კი ყინულის სახლს კომკავშირის ტერიტორიაზე გადაიტანენ. ზუგდიდის ყინულის სახლი ექვსი წელი არ ფუნქციონირებდა. მისი რეაბილიტაციის პროცესი 2018 წლის ბოლოსთვის დასრულდა. ბოლოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მიერ ყინულის სახლის რეაბილიტაცია 407 830 ლარი დაუჯდა. ყინულის მოედნის გახსნა 2014 წლის შემდეგ რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა ეს დღემდე ვერ მოხერხდა. მოედნის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში ყინულის სახლი გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ენმ: ზუგდიდში კორუფციულ გარიგებებზე პროკურატურამ გამოძიება დ...
Radio Atinati
„ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უნდა აშენდეს თუ არა სასტუმრო სკეიტ პარკში - საჯარო განხილვა...
Radio Atinati
ზუგდიდის ყინულის სახლი სახელმწიფო რწუნებულმა გახსნა
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ანი წითლიძე: ყინულის სახლით ვიცე მერმა გია გულორდავამ იხეირ...
Radio Atinati
რას ფიქრობენ ზუგდიდელები ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს მშ...
Radio Atinati
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 4 წლის სავარაუდო კორუფციული ფაქ...
Transparency International Georgia