სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 4 წლის სავარაუდო კორუფციული ფაქტები

22.09.2021 02:08

წარმოგიდგენთ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში კორუფციულ რისკებსა და თვითმმართველობის საქმიანობაზე ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი დაკვირვების შედეგებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” 2018-2021 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ტენდერებში სავარაუდო კორუფციული გარიგებების შესახებ 13 კვლევა გამოაქვეყნა. თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სხვადასხვა პერიოდში ჯამში 32 625 500 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები მიიღეს. ვრცლად გაეცანით: 1. ზუგდიდში ტენდერებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ყოფილი კომპანია - https://bit.ly/3tXwtuw 2. ზუგდიდის მუნიციპალური კომპანიის დირექტორი და მისი მეუღლე ადგილობრივ ტენდერებს იგებენ - https://bit.ly/3ArxltL 3. წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორი წალენჯიხაში ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს - http://bit.ly/2o64hrA 4. პარლამენტის წევრის ჯუმბერ იზორიას ძმისგან ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ-ი საწვავს გამარტივებული წესით ყიდულობს - http://bit.ly/2RsiECB 5. დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შესყიდვებიდან 6 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს - https://bit.ly/3zwq6PR 6. ფოთის მერის ბიზნესპარტნიორის გამარტივებული შესყიდვები - https://bit.ly/3nQPJsC 7. სენაკის საკრებულოს წევრის კომპანია ტენდერებს იგებს - https://bit.ly/3o3HQzU 8. თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო პროგრამიდან სუბსიდიას იღებენ მესტიაში - https://bit.ly/3c4hoPj 9. საეჭვო შესყიდვები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - https://bit.ly/3EC20qV 10. საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ჯუმბერ იზორიას ეკონომიკური ინტერესები ჩხოროწყუში - https://bit.ly/3wpOuB8 11. მესტიის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსის, მარიამ ნაკანის მეუღლე, და და დედა ადგილობრივ შესყიდვებში იმარჯვებენ - https://bit.ly/3AwKBgN 12. ხობის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, დოდო გაბუნიას კომპანია „ფარმაცია” ადგილობრივ შესყიდვებს იღებს - https://bit.ly/3hVV4en 13. ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მოადგილის ზაზა პროკოპენკოს მამის ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში - https://bit.ly/3EG9UiJ 2018-2021 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა 400-ზე მეტი დეკლარაცია შევისწავლეთ. 67 დეკლარაციაში დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა აღმოვაჩინეთ. 56 თანამდებობის პირი ან/და მისი ოჯახის წევრი კი სამეწარმეო საქმიანობაში იყო ჩართული ვრცლად გაეცანით: 1. სამეგრელოს მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა არადეკლარირებული კავშირები ბიზნესთან - https://bit.ly/3zxj2T1 2. თანამდებობის პირთა არადეკლარირებული კავშირები ბიზნესთან მარტვილის, მესტიის, ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში - https://bit.ly/2XU2ic3 3. წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა ნაწილი დეკლარაციებს არასრულად ავსებს - https://bit.ly/3o0VTWY 4. ხარვეზები ფოთის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებში - https://bit.ly/3CDwkPV 5. სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციებში გამოვლენილი დარღვევები - https://bit.ly/2XLMlV2 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ფოთში შექმნილ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდა ადგილობრივებს. ეს პრობლემები თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური შემომწირეველების კომპანიების საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ამ კომპანიათა წილების მფლობელებმა სხადასხვა დროს მმართველ პარტიებსა და კანდიდატებს 1 636 310 ლარი შესწირეს ვრცლად გაეცანით: 1. თევზის უსიამოვნო სუნი - მოუგვარებელი პრობლემა ფოთში - https://bit.ly/3zDYhoS 2. ხმაურისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემა ფოთის დევნილთა დასახლებაში - https://bit.ly/2ZjovQZ 3. თევზის გადამამუშავებელი საწარმოები ფოთში - პოლიტიკური კავშირები და ეკოლოგიური პრობლემები - https://bit.ly/2VZWqfP ზუგდიდში უშედეგო პროექტებზე 10 მილიონ ლარამდე არამიზნობრივად დაიხარჯა ვრცლად გაეცანით: 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა შპს “ზუგდიდაგროსერვისი” არ უნდა დააფინანსოს - https://bit.ly/2RArhe8 2. მოუწესრიგებელი პარკირება ზუგდიდში - https://bit.ly/39uj9UX 3. ზუგდიდში ყინულის ჯერაც დაუსრულებელი მოედნის მოწყობაზე 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა - https://bit.ly/39smnZc 4. დაპირებული და გაჭიანურებული პროექტები ზუგდიდსა და სენაკში - https://bit.ly/3kA8E8Z „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ზუგდიდისა და ფოთის საკრებულოებს აფასებდა და ანგარიშებში საქმიანობის გაუმჯობესებაზე რეკომენდაციებს სთავაზობდა. ვრცლად გაეცანით: 1. ზუგდიდის საკრებულოს 2020 წლის საქმიანობის შეფასება - https://bit.ly/3lKhPmE 2. ზუგდიდის საკრებულოს 2018-2019 წლების საქმიანობის შეფასება - https://bit.ly/3AzYRp1 3. ფოთის საკრებულოს 2020 წლის საქმიანობის შეფასება - https://bit.ly/3lRDl95 4. ფოთის საკრებულოს 2018-2019 წლების საქმიანობის შეფასება - https://bit.ly/3lKi8Ok #დაასრულეკორუფცია #აკონტროლეთვითმმართველობა

გაზიარება: