ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

29.11.2020 00:47

დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 35 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან  ყველაზე მეტი დედაქალაქში აღირიცხა - 1 802 ინფიცირებული, აჭარაში - 554, იმერეთში - 637, 200-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 400, გურიაში - 119, კახეთში 219, მცხეთა-მთიანეთში 108, სამცხე-ჯავახეთში 50, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 11. კლინიკებში მყოფი 943 პირის მდგომარეობა მძიმეა, 367 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ბოლო 24 საათში არიან გამოჯანმრთელებულებიც. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსისგან კიდევ 3 721 ადამიანი განიკურნა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: