კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფექციის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი ფიქსირდება. გარდაცვლილია კიდევ ორი ადამიანი, ჯამში 50 პაციენტი.
კოვიდ-19-ის დიაგნოზი კი ბოლო 24 საათში 500-ზე მეტ ადამიანს დაუსვეს. ახალი მონაცემებით, ინფიცირებულია კიდევ 554 მოქალაქე. დიდი ნაწილი აჭარას უკავშირდება, 65 – თბილისს.
გუშინდელთან შედარებით, მკვეთრად გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობა იმერეთში, სადაც ვირუსი 63 მოქალაქეს დაუდგინდა. ცხრა ინფიცირებული კი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გამოყვანილი. რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტებს, ერთ-ერთი თბილისში დაიღუპა, მეორე კი, აჭარის რეგიონში. ამასთან გვაქვს განკურნებულთა მაჩვენებელიც, კლინიკებიდან დღეს 252 გამოჯანმრთელებული გაიწერება. სულ ამჟამად ქვეყანაში 3874 ინფიცირებულია, მათგან 43 მდგომარეობა კრიტიკულია. ერთი მძიმე პაციენტი რჩება თბილისის ინფექციურში. დანარჩენების მდგომარეობა კი სტაბილურია, მათ შორის გართულებების გარეშე მიმდინარეობს მკურნალობის კურსი, ინფექციურში მოთავსებული სამი და ექვსი თვის ჩვილების შემთხვევაშიც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.