მცხეთა მთიანეთი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი საქართველო“

07/09/2021
izrune ge-ის მიერ

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები მზრუნველი ოჯახებისთვის
„გაიცანი საქართველო“:

\"ჩემი მცხეთა-მთიანეთი

მცხეთა-მთიანეთი თბილისის მეზობელი რეგიონია. მცხეთა მთელი საქართველოს საამაყო უძველესი ქალაქია. მცხეთაში თბილისიდან 15 წუთში ჩახვალ. აბა, რუკას დააკვირდი, - მცხეთის ზევითკენ გზას თუ აუყვები, ანუ ჩრდილოეთით თუ ივლი ან იმგზავრებ, ყაზბეგში ახვალ. ყაზბეგში ასვლამდე კი უსათუოდ გუდაურს გაივლი. გუდაური აუცილებლად გეცოდინება, ზამთარში იქ თხილამურებით სრიალს არაფერი სჯობს... ჰოდა, ესეც დაიმახსოვრე, - მცხეთასთან ახლოსაა სოფელი ჭოპორტი. ჭოპორტის პომიდორი კი, მსოფლიოს პომიდვრებს შორის ჩემპიონია.

მცხეთა-მთიანეთის ისტორიული ქალაქია დუშეთი. დიდი ხნის წინ დუშეთის სოფელ ჩარგალში, გენიოსი მწერალი ვაჟა-ფშაველა დაიბადა. ვაჟა-ფშაველას ბევრი საბავშვო ლექსი და მოთხრობაც აქვს დაწერილი... `ის კი არ არის ბიჭობა~, ასე ჰქვია მის ცნობილ ლექსს და იქ წერია:
„არც ის მგონია ბიჭობა,
ვისაც ერევი ახრჩობდე,
ბიჭს მაშინ დაგიძახებდი,
რომ სხვის დამრჩვალსა სწამლობდე“...

თუ შინაარსი კარგად ვერ გაიგე, უფროსებს ჰკითხე.
მოთხრობა: „შვლის ნუკრის ნააბობიც“ ვაჟა-ფშაველამ დაწერა. მოგვიანებით ამერიკელებმ ამ მოთხრობის მიხედვით მულტფილმი „ბემბი“ გადაიღეს.

ჩემო პატარა მეგობარო, იამაყე შენი წინაპრებით.“

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

საზაფხულო ტესტების ძირითადია მიზნებია:

I. საქართველოს უნიკალური კუთხეების სახალისოდ და საინტერესოდ შემეცნება
II. ოჯახის ჩართულობით შვილების აღზრდა-განათლების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა

ტესტები მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.

ტესტები გააქტიურდება 2021 წლის ივლისის და აგვისტოს ყოველ ხუთშაბათს და თვის ბოლო კვირა დღეს, თითოეული ტესტის თემატიკა მიეძღვნება და შეეხება ერთ კონკრეტულ რეგიონს:

1 ივლისი _ კახეთი
8 ივლისი _ იმერეთი
15 ივლისი _ მცხეთა-მთიანეთი
22 ივლისი _ აჭარა
25 ივლისი/კვირა _ აფხაზეთი
29 ივლისი _ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

5 აგვისტო _ სამეგრელო და ზემო სვანეთი
12 აგვისტო _ სამცხე-ჯავახეთი
19 აგვისტო _ ქვემო ქართლი და შიდა ქართლი
26 აგვისტო _ გურია
29 აგვისტო/კვირა - თბილისი

გაიცანი საქართველო - izrune.ge წარმატებების სიხარული ! ! !

რეგისტრაცია: https://www.izrune.ge/?id=10
ცხელი ხაზის ნომერი: 032 2 110-122