ჩვენი შიდა ქართლი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი საქართველო“

08/13/2021
izrune ge-ის მიერ

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები მზრუნველი ოჯახებისთვის
„გაიცანი საქართველო“:

„ჩვენი შიდა ქართლი

შიდა ქართლში რომ მოხვდე, თბილისიდან დასავლეთით უნდა გაემგზავრო. საქართველოს რუკას თუ დააკვირდები აღმოაჩენ, რომ დასავლეთი აღმოსავლეთის საპირისპიროდაა. ქართლელები ძალიან გულწრფელი ადამიანები არიან. გორი მათი გამორჩეული ქალაქია. ქართლი უუუგემრიელესი ხილით გამოირჩევა: ატამი, ქლიავი, ბალი და ა.შ. გორული ვაშლი კი გემოთი მსოფლიოს ვაშლებს შორის ჩემპიონია... ძალიან ცნობილი ლექსი გამახსენდა:

„მაღლა ფოთლებში ელვარებს
ვაშლი სისხლივით წითელი,
მას აქეთ იქეთ აქანებს
სიო საამო და ნელი.“

ჩემო მეგობარო, უფროსებს ჰკითხე, ვინ დაწერა ეს ლექსი?
შიდა ქართლს ემიჯნება პატარძალივით ლამაზი და კოპწია, ჩვენი ახალგორი. ახალგორში მდინარე ქსანი ყელის ტბიდან ჩამოედინება. უუუგემრიელესი თევზი იცის ქსანში. მდინარე ქსანში ონავარი ბიჭების მიერ ფაცერით დაჭერილი მურწა და წვერა, მსოფლიოში ჩემპიონია.

ვინც კი წერა-კითხვა იცის, იაკობ გოგებაშვილის შესახებ ყველას სმენია. ხომ დიდებულია ქართული ენა ! დიდებულია გოგებაშვილის შექმნილი „დედა ენაც“. იაკობი დიდი ხნის წინ გორში, სოფელ ვარიანში დაიბადა. მან უამრავი კარგი საბავშვო მოთხრობა დაწერა. ამ მოთხრობებს თუ ჩაუფიქრდები ძალიან დაჭკვიანდები. აბა, `ცრუპენტელა~ გაიხსენე: ბავშვი ცხვრებს აძოვებდა. ვითომ მგელი დაინახა, დაიწყო ყვირილი: მიშველეთ, მგელიო. გლეხები გაიქცნენ. ნახეს ტყუილი იყო. ასე მოატყუა მეორედ და მესამედ. მეოთხედ მგელი მართლა მოვიდა. ბავშვმა მორთო ყვირილი: არიქა, მიშველეთ, მგელიო. გლეხებს ეგონათ, კიდევ გვატყუებსო და ყურიც არ ათხოვეს. მგელი უშიშრად დაერია ფარას და დიდი ზიანი მიაყენა. თუ ჭკვიანი ხარ და ჩაუფიქრდი, აქედან დაასკვნი: ტყუილი აუცილებლად დაგაზიანებს. ძველი ქართული ანდაზაც დაიმახსოვრე: ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო. თუ ეს ანდაზა კარგად ვერ გაიაზრე, უფროსებს ჰკითხე... შევთანხმდით ?“

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

საზაფხულო ტესტების ძირითადია მიზნებია:

I. საქართველოს უნიკალური კუთხეების სახალისოდ და საინტერესოდ შემეცნება
II. ოჯახის ჩართულობით შვილების აღზრდა-განათლების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა

ტესტები მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.

ტესტები გააქტიურდება 2021 წლის ივლისის და აგვისტოს ყოველ ხუთშაბათს და თვის ბოლო კვირა დღეს, თითოეული ტესტის თემატიკა მიეძღვნება და შეეხება ერთ კონკრეტულ რეგიონს:

1 ივლისი _ კახეთი
8 ივლისი _ იმერეთი
15 ივლისი _ მცხეთა-მთიანეთი
22 ივლისი _ აჭარა
25 ივლისი/კვირა _ აფხაზეთი
29 ივლისი - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

5 აგვისტო _ სამეგრელო და ზემო სვანეთი
12 აგვისტო _ სამცხე-ჯავახეთი
19 აგვისტო _ ქვემო ქართლი და შიდა ქართლი
26 აგვისტო _ გურია
29 აგვისტო/კვირა - თბილისი

გაიცანი საქართველო - izrune.ge წარმატებების სიხარული ! ! !

რეგისტრაცია: https://www.izrune.ge/?id=10
ცხელი ხაზის ნომერი: 032 2 110-122