ჩვენი გურია / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი საქართველო“
Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები მზრუნველი ოჯახებისთვის „გაიცანი საქართველო“: „ჩვენი გურია საქართველოში ყველაზე პატარა რეგიონს გურია ჰქვია. გურიაში სულ სამი ქალაქია: ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი. გურულები ძალიან მკვირცხლი და ხალისიანი ხალხია. ძველად გურულები ცხენოსნობით გამოირჩეოდნენ. ამბობენ, 100-ზე მეტი წლის წინ გურული ცხენოსნები ამერიკაში გაემგზავრნენ. ჰოდა, გადაურევიათ გურულებს მაშინ ამერიკა... გურულები ენაკვიმატობითა და იუმორითაც გამოირჩევიან. გურული იუმორი მთელს დუნიაზე, განსაკუთრებით კი ევროპაშია განთქმული. გურიის სასწაული კურორტია ბახმარო. იქაური ჰაერი და წყალი განსაკუთრებით ბავშვებს, გურულებივით რომ ვთქვათ, ბაღნებს უხდებათ... ბაღნობისას გურიაში იზრდებოდა უუუცნობილესი მწერალი ნოდარ დუმბაძე. გურიის ჰავამ და გურულების იუმორმა ნოდარზეც იმოქმედა. ჰოდა, დუმბაძის დაწერილია: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „მე ვხედავ მზეს“ და ბევრი სხვაც. აუცილებლად წაიკითხე, წაკითხული დაგაჭკვიანებს და თანაც ბევრს იცინებ." Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის. საზაფხულო ტესტების ძირითადია მიზნებია: I. საქართველოს უნიკალური კუთხეების სახალისოდ და საინტერესოდ შემეცნება II. ოჯახის ჩართულობით შვილების აღზრდა-განათლების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა ტესტები მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ. ტესტები გააქტიურდება 2021 წლის ივლისის და აგვისტოს ყოველ ხუთშაბათს და თვის ბოლო კვირა დღეს, თითოეული ტესტის თემატიკა მიეძღვნება და შეეხება ერთ კონკრეტულ რეგიონს: 1 ივლისი _ კახეთი 8 ივლისი _ იმერეთი 15 ივლისი _ მცხეთა-მთიანეთი 22 ივლისი _ აჭარა 25 ივლისი/კვირა _ აფხაზეთი 29 ივლისი - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 5 აგვისტო _ სამეგრელო და ზემო სვანეთი 12 აგვისტო _ სამცხე-ჯავახეთი 19 აგვისტო _ ქვემო ქართლი და შიდა ქართლი 26 აგვისტო _ გურია 29 აგვისტო/კვირა - თბილისი გაიცანი საქართველო - izrune.ge წარმატებების სიხარული ! ! ! რეგისტრაცია: https://www.izrune.ge/?id=10 ცხელი ხაზის ნომერი: 032 2 110-122
izrune ge-ის სხვა ვიდეოები
01:49
იმერეთი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი ს...
01:25
ჩვენი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი / izrune.ge-ს...
01:46
მცხეთა მთიანეთი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გ...
12:29
3,333 ლაიქი თუ 3 დღიანი შიმშილობა / სიყვარული და ს...
01:49
ჩვენი სამცხე-ჯავახეთი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტ...
02:17
კახეთი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი სა...
01:39
სამეგრელო და ზემო სვანეთი / izrune.ge-ს საზაფხულო...
01:13
izrune.ge - საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ოჯახზე...
მსგავსი ვიდეოები
ჩვენი თბილისი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი საქარ...
izrune ge
ჩვენი სამცხე-ჯავახეთი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცა...
izrune ge
ჩვენი ქვემო ქართლი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი...
izrune ge
ჩვენი შიდა ქართლი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი ს...
izrune ge
ჩვენი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი / izrune.ge-ს საზაფხულო...
izrune ge
იმერეთი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი საქართველო“
izrune ge
სამეგრელო და ზემო სვანეთი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გ...
izrune ge
გურია გურული ფირალები გურულები guria guruli firalebi pirale...
სიცოცხლის სამოსახლოა ჩვენი პატარა გურია