სამეგრელო და ზემო სვანეთი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი საქართველო“

07/29/2021
izrune ge-ის მიერ

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები მზრუნველი ოჯახებისთვის
„გაიცანი საქართველო“:

„ჩვენი სამეგრელო და ზემო სვანეთი

აბობენ, საქართველოში ყველაზე გონებამახვილები მეგრელები არიანო. მეგრელები გონიერებასთან ერთად წიგნიერებითაც გამოირჩევიან. საქართველოს ყველაზე ძლევამოსილი მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელი გიორგი ჭყონდიდელი იყო. მარტვილის მონასტერში დღესაც არის შემორჩენილი ოთახი, სადაც დავით აღმაშენებელი გიორგი ჭყონდიდელს ემუსაიფებოდა. სამაგრელოს მთავარი ქალაქია ზუგდიდი. იქ დადიანების სასახლეც დგას...
მეგრული კერძები ძალიან გემრიელია. გემოთი და სიცხარით კი მეგრული აჯიკა მსოფლიოს საწებლებს შორის ჩემპიონია.

აბობენ, საქართველოში ყველაზე თავისნათქვამები და ჯიუტები სვანები არიანო. სვანები ჯიუტები კი არა პრინციპულები არიან. ზემო სვანეთის მშვენებაა მესტია, მესტიის ზევით კი უშგულია. უშგული არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს უუუსასწაულესი ადგილია. სვანური კოშკები ყველაზე ამაყად აქ დგანან. უშგულში ლამარიის მონასტერიც არის და სკოლაც... იმ სკოლაში 2020 წელს პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით სულ 36 მოსწავლე სწავლობდა. სვანი ბავშვებიც უნიჭიერესები არიან.“

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

საზაფხულო ტესტების ძირითადია მიზნებია:

I. საქართველოს უნიკალური კუთხეების სახალისოდ და საინტერესოდ შემეცნება
II. ოჯახის ჩართულობით შვილების აღზრდა-განათლების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა

ტესტები მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.

ტესტები გააქტიურდება 2021 წლის ივლისის და აგვისტოს ყოველ ხუთშაბათს და თვის ბოლო კვირა დღეს, თითოეული ტესტის თემატიკა მიეძღვნება და შეეხება ერთ კონკრეტულ რეგიონს:

1 ივლისი _ კახეთი
8 ივლისი _ იმერეთი
15 ივლისი _ მცხეთა-მთიანეთი
22 ივლისი _ აჭარა
25 ივლისი/კვირა _ აფხაზეთი
29 ივლისი _ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

5 აგვისტო _ სამეგრელო და ზემო სვანეთი
12 აგვისტო _ სამცხე-ჯავახეთი
19 აგვისტო _ ქვემო ქართლი და შიდა ქართლი
26 აგვისტო _ გურია
29 აგვისტო/კვირა - თბილისი

გაიცანი საქართველო - izrune.ge წარმატებების სიხარული ! ! !

რეგისტრაცია: https://www.izrune.ge/?id=10
ცხელი ხაზის ნომერი: 032 2 110-122