ჩვენი ქვემო ქართლი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი საქართველო“

08/13/2021
izrune ge-ის მიერ

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები მზრუნველი ოჯახებისთვის
„გაიცანი საქართველო“:

„ჩვენი ქვემო ქართლი

თბილისიდან მარჯვნივ და ცოტათი ქვემოთ, ანუ ოდნავ სამხრეთისკენ რომ იმგზავრო, ქვემო ქართლში აღმოჩნდები. იქ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ. იქ ბევრი აზერბაიჯანელი ბავშვიც სწავლობს. ისინი ქართველ ბავშვებთან მეგობრობენ. აზერბაიჯანელებიც ძალიან მშრომელი ხალხია. ქვემო ქართლში საუკეთესო ბოსტნეული და ბაღჩეული მოჰყავთ. ქვემო ქართლის უმთავრესი ქალაქი არის რუსთავი...

ბოლნისიც ქვემო ქართლის პატარა და ძალიან ლამაზი ქალაქია. მრავალი საუკუნის წინ იქ, სოფელ ტანძიაში გენიოსი სულხან-საბა ორბელიანი დაიბადა. იმ გენიოსმა, იმისათვის, რომ შენც გენიოსი გახდე, იგავ-არაკები დაწერა: „კუ და მორიელი“, „ორმოში ჩავარდნილი ხელმწიფე“ და ბევრი სხვა... ზოგიერთი უკვე წაკითხული გექნება, ზოგსაც მალე გაეცნობი. სულხან-საბამ დიდებულ ქართულ ენას წიგნი მიუძღვნა. იმ წიგნს „სიტყვის კონა“ უწოდა. კეთილი და მადლიანი კაცი იყო შენი წინაპარი, - სულხან-საბა ორბელიანი. “

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

საზაფხულო ტესტების ძირითადია მიზნებია:

I. საქართველოს უნიკალური კუთხეების სახალისოდ და საინტერესოდ შემეცნება
II. ოჯახის ჩართულობით შვილების აღზრდა-განათლების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა

ტესტები მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.

ტესტები გააქტიურდება 2021 წლის ივლისის და აგვისტოს ყოველ ხუთშაბათს და თვის ბოლო კვირა დღეს, თითოეული ტესტის თემატიკა მიეძღვნება და შეეხება ერთ კონკრეტულ რეგიონს:

1 ივლისი _ კახეთი
8 ივლისი _ იმერეთი
15 ივლისი _ მცხეთა-მთიანეთი
22 ივლისი _ აჭარა
25 ივლისი/კვირა _ აფხაზეთი
29 ივლისი - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

5 აგვისტო _ სამეგრელო და ზემო სვანეთი
12 აგვისტო _ სამცხე-ჯავახეთი
19 აგვისტო _ ქვემო ქართლი და შიდა ქართლი
26 აგვისტო _ გურია
29 აგვისტო/კვირა - თბილისი

გაიცანი საქართველო - izrune.ge წარმატებების სიხარული ! ! !

რეგისტრაცია: https://www.izrune.ge/?id=10
ცხელი ხაზის ნომერი: 032 2 110-122