ჩვენი თბილისი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი საქართველო“
Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები მზრუნველი ოჯახებისთვის „გაიცანი საქართველო“: „ჩვენი თბილისი საქართველო ჩემი, შენი, ჩვენი სამშობლოა. სამშობლო დიდი ოჯახია. ჩვენი სამშობლოს დედაქალაქი თბილისია. თბილისი დედამიწაზე ყველაზე ლამაზი ქალაქია. თბილისში ძველებური აივნებიანი სახლებიც დგას. იქ კეთილი და ბუნებით თბილი ადამიანები ცხოვრობენ. თბილისი დიდი ხნის წინ მამაცმა მეფემ ვახტანგ გორგასალმა ნადირობისას დაარსა . . . მაგ ამბავს აქვე მოგიყვები და დაიმახსოვრე. ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ, თბილისის ადგილას უღრანი ტყე იყო. მამაცი მეფე ვახტანგ გორგასალი იმ ტყეში სანადიროდ წავიდა. მას მიმინოც ჰყავდა. მოულოდნელად მისი მიმინო ცაში აიჭრა და ხოხობს დაედევნა. შეშინებული ხოხობი უცაბედად თბილ წყალში ჩავარდა. მეფე მივიდა, ის ადგილი ძალიან მოეწონა და ბრძანა, აქ ქალაქი თბილისი უნდა ავაშენოთო. წყალი თბილთან ერთად სამკურნალოც აღმოჩნდა. ჰოდა, იმის მერე თბილისი ძალიან გალამაზდა. თბილისის მრავალფეროვან სახლებში კი ყველაზე კეთილი და თბილი ადამიანები ცხოვრობენ." Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის. საზაფხულო ტესტების ძირითადია მიზნებია: I. საქართველოს უნიკალური კუთხეების სახალისოდ და საინტერესოდ შემეცნება II. ოჯახის ჩართულობით შვილების აღზრდა-განათლების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა ტესტები მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ. ტესტები გააქტიურდება 2021 წლის ივლისის და აგვისტოს ყოველ ხუთშაბათს და თვის ბოლო კვირა დღეს, თითოეული ტესტის თემატიკა მიეძღვნება და შეეხება ერთ კონკრეტულ რეგიონს: 1 ივლისი _ კახეთი 8 ივლისი _ იმერეთი 15 ივლისი _ მცხეთა-მთიანეთი 22 ივლისი _ აჭარა 25 ივლისი/კვირა _ აფხაზეთი 29 ივლისი - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 5 აგვისტო _ სამეგრელო და ზემო სვანეთი 12 აგვისტო _ სამცხე-ჯავახეთი 19 აგვისტო _ ქვემო ქართლი და შიდა ქართლი 26 აგვისტო _ გურია 29 აგვისტო/კვირა - თბილისი გაიცანი საქართველო - izrune.ge წარმატებების სიხარული ! ! ! რეგისტრაცია: https://www.izrune.ge/?id=10 ცხელი ხაზის ნომერი: 032 2 110-122
izrune ge-ის სხვა ვიდეოები
01:49
იმერეთი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი ს...
01:25
ჩვენი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი / izrune.ge-ს...
01:46
მცხეთა მთიანეთი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გ...
12:29
3,333 ლაიქი თუ 3 დღიანი შიმშილობა / სიყვარული და ს...
01:49
ჩვენი სამცხე-ჯავახეთი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტ...
02:17
კახეთი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი სა...
01:39
სამეგრელო და ზემო სვანეთი / izrune.ge-ს საზაფხულო...
01:13
izrune.ge - საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ოჯახზე...
მსგავსი ვიდეოები
ჩვენი გურია / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი საქართვ...
izrune ge
ჩვენი სამცხე-ჯავახეთი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცა...
izrune ge
ჩვენი ქვემო ქართლი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი...
izrune ge
ჩვენი შიდა ქართლი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი ს...
izrune ge
ჩვენი რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი / izrune.ge-ს საზაფხულო...
izrune ge
იმერეთი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი საქართველო“
izrune ge
სამეგრელო და ზემო სვანეთი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გ...
izrune ge
"მარილი გემოვნებით" - "ჩვენი თბილისი"
Music Box