ჩვენი სამცხე-ჯავახეთი / izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები „გაიცანი საქართველო“

08/05/2021
izrune ge-ის მიერ

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები მზრუნველი ოჯახებისთვის
„გაიცანი საქართველო“:

„ჩვენი სამცხე-ჯავახეთი

შიდა ქართლიდან ბორჯომისკენ როგორც კი გადაუხვევ, მაშინვე სამცხე-ჯავახეთში აღმოჩნდები. სამცხე-ჯავახეთის მთავარი ქალაქი ახალციხეა, ისტორიული რაბათის ციხით. ამ რეგიონშიც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ. იქ ბევრი სომეხი ბავშვიც სწავლობს. ისინი ქართველ ბავშვებთან მეგობრობენ. სომხებიც ძალიან გამრჯე ხალხია. სამცხე-ჯავახეთში საუკეთესო კარტოფილი მოჰყავთ. ახალქალაქის კარტოფილი მსოფლიო კარტოფილებს შორის მუდმივად ჩემპიონია...

სამცხე-ჯავახეთის მშვენებაა კლდეში გამოკვეთილი უძველესი ქალაქი ვარძია. ვარძია 13 სართულიანი ქალაქია. საქართველოში პირველი აფთიაქი, ვარძიაში გაიხსნა. ვარძიის მონასტერის კედელი ულამაზესი თამარ მეფის ფრესკით არის მოხატული. ამბობენ, ერთხელ ბიძას იმ მიდამოებში სანადიროდ პატარა თამარიც წაუყვანია. მოულოდნელად თამარი დაჰკარგვიათ და თამარ! თამარ! თამარ!-ო ძახილი დაუწყიათ. თამარს გაუგონია და უპასუხია: აქა, ვარ+ძია!-ო. ჰოდა, ამბობენ, ამიტომ დაარქვეს ვარძია...
იმასაც ამბობენ, რომ „ვეფხისტყაოსანის“ ავტორი ჩვენი საამაყო პოეტი შოთა რუსთაველი, ასპინძიდან ყოფილაო. ასპინძაში ხომ სოფელი რუსთავი დღესაც არსებობს და იქ უნიჭიერესი ადამიანები ცხოვრობენ.
სამცხე-ჯავახეთელი ბავშვები მათემატიკის ნიჭითაც გამოირჩევიან.“

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

საზაფხულო ტესტების ძირითადია მიზნებია:

I. საქართველოს უნიკალური კუთხეების სახალისოდ და საინტერესოდ შემეცნება
II. ოჯახის ჩართულობით შვილების აღზრდა-განათლების პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა

ტესტები მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.

ტესტები გააქტიურდება 2021 წლის ივლისის და აგვისტოს ყოველ ხუთშაბათს და თვის ბოლო კვირა დღეს, თითოეული ტესტის თემატიკა მიეძღვნება და შეეხება ერთ კონკრეტულ რეგიონს:

1 ივლისი _ კახეთი
8 ივლისი _ იმერეთი
15 ივლისი _ მცხეთა-მთიანეთი
22 ივლისი _ აჭარა
25 ივლისი/კვირა _ აფხაზეთი
29 ივლისი - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

5 აგვისტო _ სამეგრელო და ზემო სვანეთი
12 აგვისტო _ სამცხე-ჯავახეთი
19 აგვისტო _ ქვემო ქართლი და შიდა ქართლი
26 აგვისტო _ გურია
29 აგვისტო/კვირა - თბილისი

გაიცანი საქართველო - izrune.ge წარმატებების სიხარული ! ! !

რეგისტრაცია: https://www.izrune.ge/?id=10
ცხელი ხაზის ნომერი: 032 2 110-122