საქველმოქმედო საღამო ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდასაჭერად
ასოციაცია „მერკურის“ ორგანიზებით ზუგდიდში ქალთა დღის აღსანიშნავად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. საღამოზე ხელნაკეთი ნივთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარს, რომელიც გასულ წელს ასოციაცია „მერკურიმ“ პოლონურ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად გახსნა. დამსწრეებისთვის ანსამბლმა „ოდოია“ პოლონელ მოხალისესთან ერთად ფოლკლორული ნომრები შეასრულა. „გადავწყვიტეთ განსხვავებული ფორმით აღგვენიშნა 8 მარტი და მოვიწვიეთ ქალთა უფლებებზე მომუშავე პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.ჩვენი მთავარი მიზანია თავშესაფრის ბენეფიციარებისთვის და მათი საჭიროებებისთვის მოგროვდეს გარკვეული შემოწირულობა“, - აღნიშნა „მერკურის“ დამფუძნებელმა ნანა თოდუამ. საღამოზე წარმოდენილი იყო ციცინო შენგელიას მიერ შექმნილი ბრენდის - „ციცი HandMade” მიერ წარმოებული პროდუქცია. „ძალიან მიხარია, რომ შესაძლებლობა მაქვს ჩემი პატარა სახელოსნოს სახელით შევუერთდე ამ მნიშვნელოვან აქციას, რომელიც ასოციაცია „მერკურიმ“ წამოიწყო. მოგეხსენებათ, მათ აქვთ თავშესაფარი ქალებისათვის, რომელიც მდებარეობს ზუგდიდში. გამიხარდა, რომ მივიღე შემოთავაზება და დღეს გაყიდული ნივთები ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად გადაეცემა თავშესაფარს“ - თქვა ციცინო შენგელიამ. ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფრის შენობის რეაბილიტაცია და ფუნქციონირება გასული წლის დეკემბერში პროექტის "ოჯახში ძალადობის პრევენციის სისტემის გაძლიერების და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის თანადაფინანსებული. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საქველმოქმედო საღამო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქველმოქმედო საღამო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქველმოქმედო საღამო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქველმოქმედო საღამო
Euronews Georgia
საქველმოქმედო საღამო 26 წლის მევიოლინის დასახმარებლად
PalitraNews
საქველმოქმედო საღამო გარდაცვლილი ივლიტა ჯიბუტის ოჯახის დასახ...
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი
ნოდარიკო - პაპუნა - ლიზა - რეზიკო @ "მელოგრანო" (6 სექტემბერ...
Papuna Sharikadze
საქველმოქმედო საღამო ,,ინოვაციებისა და განვითარების ფონდში"
editori.ge