ზუგდიდის საკრებულოში ბიუჯეტში დარჩენილი სახსრების გადანაწილებას ხმაური მოჰყვა
ქალაქის საკრებულომ გაუქმებული მუნიციპალიტეტების 2017 წლის ბიუჯეტში არსებული რესურსების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საკითხს მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა დაუჭირეს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა კი ხმის მიცებისგან თავი შეიკავეს. მანამდე, მიმდინარე წლის ბიუჯეტში დარჩენილი სახსრების განკარგვასთან დაკავშირებით ერთმანეთს ქალაქის მერი მერი ლაშა გოგია და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანი წითლიძე დაუპირისპირდნენ. წითლიძე განსაკარგავი თანხის გადანაწილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ითხოვდა, რის გამოც გოგიამ მას დემაგოგი უწოდა და აღნიშნა, რომ სხდომაზე საკითხის დეტალური განხილვა ვერ მოხერხდება. თავის მხრივ, წითლიძემ ქალაქის მერს არაკომპეტენტური უწოდა.„საკრებულოს წევრებს და ზუგდიდელებს აქვთ უფლება იცოდნენ, კონკრეტულად სად იხარჯება საბიუჯეტო თანხები, რაზედაც პასუხი დღეს ვერ მივიღეთ. სწორედ ამიტომ შევიკავეთ თავი, რომ საკითხისთვის მხარი დაგვეჭირა“, - განმარტა წითლიძემ. „ევროპული საქართველოს“ წევრის ბათლომე შელიას მტკიცებით, საკითხი სხდომაზე ისე შევიდა, რომ მას საკომისიო განხილვა არ გაუვლია. მისივე თქმით, მათ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი სწორედ ამ მიზეზით თქვეს. ოპოზიციონერი დეპუტატების პასუხად საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განმარტა, რომ საკითხი ბიუჯეტში ცვლილებას არ გულისხმობს და საუბარია მხოლოდ სამართლებრივ მხარეზე.„არ იყო აუცილებელი დეტალურად ყოფილიყო განხილვა, რადგან ეს ბიუჯეტები ორივე ორგანოს საკრებულოების მიერ იყო მხარდაჭერილი. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულებას, შესაბამისი სამსახურებიდან მოვითხოვთ და მოვისმენთ თანხების განმარგარგვის შესახებ დეტალურ ინფორმაციას“, - აღნიშნა წოწერიამ.რაც შეეხება დარჩენილ თანხებს, წოწერიას თქმით, ის სხვადასხვა, მათ შორის, ჯანდაცვის პროგრამებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაიხარჯება. მუნიციპალიტეტების გაუქმების პერიოდისთვის ქალაქის 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობა 24 მილიონ 594 ლარი იყო, ქალაქის - 31 მილიონ 133 ლარი. აქედან, სულ გასახარჯი თანხა 14 მილიონ ლარზე მეტია. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი მერიას შენიშვნებით დაუბრუნა
Radio Atinati
ანი წითლიძე: ადმინისტრაციული ხარჯები ხელოვნურად არის გაბერილ...
Radio Atinati
პარკირების საკითხის განხილვას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰ...
Radio Atinati
ურთიერთბრალდებები და მოქალაქეები ხმაურიან საკრებულოს სხდომაზ...
Radio Atinati
ზუგდიდში ენმ-მ თვითმმართველობის საქმიანობის 100 დღე შეაფასა
Radio Atinati
ნაციონალების ალქაჯი ანო წითლიძე ზუგდიდის საკრებულოში უსტვენს
მარშალ პრესი
ზუგდიდის თვითმმართველი თემის საკრებულოში ზუგდიდის მუნიციპალი...
odishitv
ზუგდიდის ბულვარსა და ბიბლიოთეკას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
Radio Atinati