სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას “ქართული ოცნების“ კანდიდატები წარუდგინეს
"ქართული ოცნების" ლიდერებმა სოზარ სუბარმა და ზვიად ძიძიგურმა სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია და გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია წარუდგინეს. ძიძიგურმა ადგილობრივ მოსახლეობას "ქართული ოცნების" კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყოფილმა გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ორი წლის განმავლობაში ცენტრალური ბიუჯეტიდან საკუთარი მუნიციპალირტეტის სასარგებლოდ 200 მილიონი ლარი წაიღო. "ეს არის კაცი, რომელსაც თავისი კუთხე სიგიჟემდე უყვარს, კაცი, რომელმაც 200 მილიონი წამოიღო და ზუგდიდში დახარჯა. წამოიღო მეგობრობით, ნაცნობობით, თუ გნებავთ მეგრული მოხერხებულობით...არის აბსოლუტური ჩემპიონი მთელი საქართველოს მასშტაბით", - ასე დაახასიათა ძიძიგურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია. თავის მხრივ, ყოფილმა გამგებელმა ჯიხაშკარელებს უთხრა, რომ ის მათ არასდროს მოატყუებს და მათ გვერდით აპირებს დგომას. "ვიქნებ დეპუტატი, რომელიც თითოეული თქვენთაგანის ოჯახის წევრი გახდება. ზედმეტს არ დაგპირდებით, გატყუებენ ისინი ვინც გპირდებიან. მე თქვენი წყალობით გავხდი გამგებელი და ვიმსახურე კეთილსინდისიერად, ასე ვაპირებ გავაგრძელო. ერთს გეტყვით: ის თუ რძალია, მე თქვენი შვილი ვარ", - მიმართა თოლორაიამ ადგილობრივებს. ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო და საკრებულოს შუალედური არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ძიძიგურმა ჯიხაშკარში ზვიად გამსახურდია გაიხსენა
Radio Atinati
სანდრა რულოვსი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს
Radio Atinati
სოფელი გზის გარეშე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯიხაშკარში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სოფელ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევის ფაქტზე კიდევ ერთი...
odishitv
ჯიხაშკარის გამგებელმა მეზობელს სცემა
Radio Atinati
თენგიზ გუნავა: "განმუხური და ჯიხაშკარი თავის სიტყვას იტყვის"
Radio Atinati
ჯიხაშკარში, საარჩევნო უბანთან მოქალაქე სიებით ხელში გადაადგი...
Radio Atinati