ჯიხაშკარში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა

23.02.2019 01:19

სოფელ ჯიხაშკარში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ობუჯი-ჯიხაშაკრის დამაკავშირებელი გზის 6-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა მოითხოვეს. მოსახლეობა აცხადებს, რომ გზის შეკეთება ადგილობრივ ხელისუფლებას რამდეჯერმე სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს, დღეს ვიცე-მერი შეხვდა და განაცხადა, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. მოსახლეობა აცხადებს, რომ მსგავსი დაპირება შარშანაც მიიღეს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania