ჯიხაშკარში, ზარანდიებთან სტუმრობაზე გოგა ხაინდრავა - 1.X.2020
1.X.2020 - რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ პირდაპირ ეთერში, მალხაზ გულაშვილის საავტორო გადაცემაში „რეალური პოლიტიკა“ რეჟისორი გოგა ხაინდრავა საუბრობს: რვა წლის წინანდელ 1 ოქტომბერზე; ცხრაწლიანი რეჟიმისდროინდელ უმძიმეს განსაცდელზე; სამარცხვინო ხელისუფლებაზე, რომელმაც მოსახლეობის 10% ციხეებში ჩასვა და პრობაციონერების რიცხვი 300 ათასზე აიყვანა; საპატიმროებში არსებულ ვითარებაზე, სამეგრელოს ტყეებში განხორციელებულ ქმედებებზე და ამავე პერიოდში თავზე ლაფდასხმულ საქართველოზე; წყლის ზედაპირზე მოტივტივე „ნაციონალურ მოძრაობაზე“; კავკასიაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, ბოლნისსა და დმანისში „ნაცმოძრაობის“ მიერ მოწყობილ პროვოკაციებზე; „ქართული ოცნების“ მიღწევაზე - განვლილი 8 წლის განმავლობაში ქვეყანაში არსებულ სტაბილურობაზე; პანდემიით გაჩერებულ მთელ მსოფლიოზე და ამ ფონზე, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობაზე; 2008 წლის აგვისტოში იმჟამინდელი ხელისუფლების უსუსურ მოქმედებაზე, სამარცხვინოდ წაგებულ ომსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდგარ 11 000 მანქანაზე, რომლებშიც სახელმწიფო მოხელეები, ხელისუფლების წარმომადგენლები ისხდნენ; 12 აგვისტოთი გამოწვეულ წარუშლელ შთაბეჭდილებაზე, როცა ქართულ საზოგადოებას რუსეთზე „გამარჯვება“ აზეიმეს; საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდში დგომით გადარჩენილ საქართველოზე; ხელისუფლების სათავეში მდგარ ბოროტმოქმედებზე, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობენ; დღეს არსებულ ეკონომიკურ და სხვა ტიპის პრობლემებზე, რაშიც გასაკვირი არაფერია; ოთხმოცდაათიან წლებში ერთმანეთთან დაპირისპირებაზე და ნახევარი საქართველოს გადაბუგვაზე; სააკაშვილზე, როგორც დეგრადირებულ პიროვნებაზე, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ტივტივებს და ანგრევს უკრაინის სახელმწიფოს; სააკაშვილის უკან მდგომ სერიოზულ ძალებზე, რომლებიც რურუას და ხაზინის ქურდ უგულავას პოლიტიკურ პატიმრებად და პოლიტიკურ ლიდერებად აცხადებენ, რაც არის მსოფლიო პოლიტიკური კონიენქტურა; ობიექტური პირობების გამო „ქართული ოცნების“ დანაპირების ვერგანხორციელებაზე; საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე განხორციელებულ ზეწოლაზე, რის საფუძველზეც სალომე ზურაბიშვილმა, როგორც გონიერმა პოლიტიკოსმა ორი კრიმინალი შეიწყალა; საერთაშორისო ასპარეზიდან საქართველოსთვის თავსმოხვეულ კოჰაბიტაციაზე; თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე მედიასაშუალებებზე, რომლებიც მუდამ ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ, მაგრამ რეალურად, ქართველი ხალხი რას ფიქრობს და როგორი წარმოდგენა აქვს ამა თუ იმ საკითხზე, ამით არც ინტერესდებიან; გავლენის აგენტებიდან ერთ-ერთზე - კაპიტან გიგაურზე; პროვოკაციების საპირწონე ქმედებაზე - სამართლებრივ რეაგირებაზე; თავისუფალ მედიაზე, როგორც მითზე და მედიასაროსკიპოებზე; პირზე დუჟმომდგარ მიშისტებზე; კავკასიაში არსებულ უმძიმეს განსაცდელზე - სომხეთ-აზერბაიჯანის ომზე და ამ კონფლიქტში პირდაპირ ჩართულ ქვეყნებზე, თურქეთსა და რუსეთზე, რაც რეგიონს სერიოზულ გართულებებს უქადდის; სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საქართველოს ჩათრევის მცდელობაზე და რუსეთის ჩარევის შესაძლებლობაზე; ამ ფონზე საქართველოში გააქტიურებულ რუსულ გავლენებზე; ნატოსთან და ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობებზე; საქართველოზე, როგორც შედარებით ღარიბ ქვეყანაზე; ვაზზე, როგორც ჩვენი ქვეყნის სიმბოლოზე; ყარაბახის ომის მოსალოდნელ შედეგებზე; აფხაზებზე, როგორც ქართული ეთნოსის ნაწილზე. 32:16-დან: გოგა ხაინდრავას მეგრულ წარმოშობაზე; ჯიხაშკარში ზარანდიების ოჯახში სტუმრობაზე და ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან შეხვედრის დეტალებზე; მანამდე თბილისში მათ სტუმრობაზე. 36:17-დან დავით გარეჯთან დაკავშირებით ახლახანს დაწყებულ გამოძიებაზე, ნინო კალანდაძემდე მისულ კვალზე და სააკაშვილის თვითაღიარებით გახსნილ (ფაქტიურად გახსნილ) საქმეზე; კულტურის ყოფილი მინისტრის გოკა გაბაშვილის განცხადებაზე, გარეჯის ერთობლივად მართვის შესახებ; დავით გარეჯზე მის მიერ გადაღებულ ფილმზე; სააკაშვილის ხელისუფლების დროს აზერბაიჯანისთვის გადაცემულ დავით გარეჯის ნაწილზე; XIX საუკუნეში რუსების მიერ აფხაზეთიდან გასახლებულ 51 000 ოჯახზე; იმპერატორ ალექსანდრე I-ის წერილზე, რომელიც გენერალ ყარსკის წერს - ყარსი, რომ აიღე კარგია, მაგრამ ახლა უფრო რთული ამოცანა გაქვს - „ტუზემცებისგან“ აფხაზეთი და ჩრდილო კავკასია უნდა გაწმინდო და გაანადგუროო; მთელი შავი ზღის სანაპიროს ადგილობრივი მოსახლეობისგან გაწმენდაზე; აფხაზური სკოლის მე-10-11 კლასის ისტორიის სახელმძღანელოზე, სადაც წერია, რომ XIX საუკუნეში გენოციდი ქართველებმა ჩაიდინეს; იმ ფილმზე, რომელიც მუჰაჯირობას შეეხება და რომელზეც გოგა ხაინდრავა მის აფხაზ მეგობრებთან ერთად მუშაობს; ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რუსეთის ამუშავებულ გავლენებზე - რადიო „თავისუფლების“, „ტევეპირველის“ და „მთავარი არხის“ საშუალებით ხსენებული პროექტის განხორციელების ორჯერ ჩაგდებაზე; აფხაზური საზოგადოების მოწამლულ ხერხემალზე - 25-27 წლის ახალგაზრდებზე, რომლებიც ფილმის გადაღების შემდეგ მუჰაჯირობაზე სიმართლეს შეიტყობენ.
goga khaindrava-ის სხვა ვიდეოები
42:28
ჯიხაშკარში, ზარანდიებთან სტუმრობაზე გოგა ხაინდრავა...
51:59
გოგა ხაინდრავა ქართულ კინოზე - 9.II.2014
02:38
"ოცნებების სასაფლაოს" რესტავრაცია ჩაუტარდა - 3.VI....
18:43
სამშობლოს მოღალატეებზე, შარვალჩახდილ პატრიოტებსა დ...
17:00
გოგა ხაინდრავა ტერორიზმის საფრთხეზე - 18.VI.2020
27:58
გოგა ხაინდრავა "იმედი LIVE-ში" - 10.II.2019
50:24
გოგა ხაინდრავა "ცეცხლის ხაზზე" - 7.I.2017
16:38
გოგა ხაინდრავა "პოსტ ალიონში" - 2.VII.2020
მსგავსი ვიდეოები
ჯიხაშკარში, საარჩევნო უბანთან მოქალაქე სიებით ხელში გადაადგი...
Radio Atinati
ჯიხაშკარში ორივე საარჩევნო უბანი დარბეულია
Radio Atinati
ჯიხაშკარში კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები ელ...
Radio Atinati
ჯიხაშკარში გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯიხაშკარში და განმუხურში განმეორებითი კენჭისყრის პროცესი მშვ...
PalitraNews
ჯიხაშკარში ნომერ 79-ე უბანში საარჩევნო ყუთი დაამტვრიეს
iPress.Ge
დაარიგეს თუ არა ჯიხაშკარში საწვავი
Radio Atinati
ჯიხაშკარში დამკვირვებელსა და „ოცნების” მხარდამჭერს შორის შელ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster