ძიძიგურმა ჯიხაშკარში ზვიად გამსახურდია გაიხსენა

09/25/2016
Radio Atinati-ის მიერ

\"ქართული ოცნების\" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს სოფელ ჯიხაშკარში მოსახლეობასთან შეხვედრისას ზვიად გამსახურდია გაიხსენა. მან ადგილობრივებს საქართველოს პირველი პრეზიდენტისადმი გამოჩენილი ერთგულებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

\"როდესაც ზვიადიზე პირდაპირი დევნა იყო გამოცხადებული ამ სოფლიდან მის ადგილსამყოფელზე ერთი სიტყვა არ გასულა. სახელმწიფო უშიშროებამ ზვიადი, რომ ჯიხაშკარში იყო, მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც ისა ამბავი მოხდა, რაც მოხდა. მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული... არ ვიცოდი, რომ ის სამეგრელოში იმყოფებოდა. მაშინ მეც ჯგალში, \"ჭითაგვალას\" მთაში მწყემსებთან ვიმალებოდი. არ ვიცი რამის შეცვლას შევძლებდი თუ არა მაგრამ, გული უფრო მშვიდად მექნებოდა მასთან ერთად რომ ვყოფილვიყავი იმ უმძიმეს წუთებში მან თქვენთან ერთად, რომ გაატარა\", - უთხრა ადგილობრივებს ზვიად ძიძიგურმა.

ამასთან, მან ჯიხაშკარელებს პირობა მისცა,რომ ის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ჯიხაშკარში ჩავა და იმ ადგილს მოაწესრიგებს, სადაც ზვიად გამსახურდია პირველად დაკრძალეს.

ცნობისთვის, \"ქართული ოცნების\" ლიდერებმა სოზარ სუბარმა და ზვიად ძიძიგურმა დღეს სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია და გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია წარუდგინეს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან