პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ზვიად ძიძიგურმა ბიძინა ივანიშვილი ამხილა

04.12.2020 03:20

“ქართული ოცნებიდან” და საპარლამენტო უმრავლესობიდან განშორებისთანავე ზვიად ძიძიგური, ბიძინა ივანიშვილზე უკვე ღიად ალაპარაკდა, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვერ ან არ ბედავდა. გია გაჩეჩილაძის გადაცემაში “უცნობის კიდობანი” მან თქვა, რომ ხელისუფლებას, რეალურად მართავს ბიძინა ივანიშვილი, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებული არიან როგორც მთავრობის, ასევე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. მისივე თქმით, ბიზნესის ცალკეული სეგმენტიც მის წინაშეა ანგარიშვალდებული. “როგორი ვითარება გვაქვს რეალურად: პარლამენტი და მისი ყველა წევრი (ვგულისხმობ საპარლამენტო უმრავლესობას) ანგარიშვალდებულია ბიძინა ივანიშვილთან, მთავრობა და მისი ყველა მინისტრი ანგარიშვალდებულია არა პრემიერ-მინისტრის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე, სასამართლო ბიძინა ივანიშვილის, ბიზნესი ბიძინა ივანიშვილის – რა გამოვიდა? აბა 30 წელი რაში გაატარა ამ ქვეყანამ? პარლამენტი ინსტიტუტს აღარ ჰგავს, მთავრობა აღმასრულებელი ორგანო აღარ არის, სასამართლო დაღუპულია. ეს ხდება მაშინ, როცა ყველა არჩევნებში იძახი, “მიშა მოდის, მიშა მოდის” იღებ ამხელა ძალაუფლებას და ხდება ასეთი მმართველობა, როგორიც არის დღეს, მე ასეთი მმართველობა არ მახსოვს. ბიძინა ივანიშვილის ტექსტებს და ნააზრევს გველაპარაკებიან სხვა პირები, დისტანციური მმართველობა მივიღეთ” – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა “უცნობი”- ს გადაცემაში “უცნობის კიდობანი. მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს აკრიტიკებს
04:24

პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში ცვლილ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

რა შემთხვევაში დატოვებს ოპოზიცია პარლამენტს
07:34

რა შემთხვევაში დატოვებს ოპოზიცია პარლამენტს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ღამის კურიერი - რა მოლოდინები აქვთ მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის მხარეებს - 23 ნოემბერი

ღამის კურიერი - რა მოლოდინები აქვთ მოლაპარაკების მესამე რაუნ...

პრაიმერიზი და ბოიკოტი - ოპოზიცია ახალი სტრატეგიის ძიებაში
07:36

პრაიმერიზი და ბოიკოტი - ოპოზიცია ახალი სტრატეგიის ძიებაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 21 საათზე, 31 მაისი, 2021 #LIVE
01:14:10

#მოამბე 21 საათზე, 31 მაისი, 2021 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეს აქცია გარეთ დარჩენილი ნაციონალური მოძრაობის წევრების მცდელობაა აჩვენონ, რომ მიშა ახსოვთ -  საბო
17:07

ეს აქცია გარეთ დარჩენილი ნაციონალური მოძრაობის წევრების მცდე...

Girchi • გირჩი

ვითარება პარლამენტთან
03:04

ვითარება პარლამენტთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„მთელი პილიტიკური პროცესები გადაინაცვლებს პარლამენტს გარეთ, ოპოზიცია ამისთვის ემზადება“
00:32

„მთელი პილიტიკური პროცესები გადაინაცვლებს პარლამენტს გარეთ,...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო