#მოამბე 21 საათზე, 31 მაისი, 2021 #LIVE

31.05.2021 01:14:10

• შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის - ოპოზიციის მთავარი მოთამაშის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდი და ყოფილი პარტნიორები მწვავე განცხადებებით პასუხობენ; პარლამენტს გარეთ მარტო დარჩენილი პარტიის არათანმიმდევრული ნაბიჯები და ბოიკოტის ანატომია • გიორგი გახარიას პირველი შეხვედრა მედიასთან, აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ - აქტუალური კითხვები ქვეყნის ყოფილ პრემიერთან და პოლიტიკაში საკუთარი გუნდით დაბრუნებული გახარიას შანსები • საქართველო მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად ევროკომისიას ვაქცინების მისაღებად მხარდაჭერას სთხოვს - ქვეყანა მარაგების შევსების ალტერნატიულ გზებს მიმართავს და ვაქცინის ახალ დოზებს სხვადასხვა მწარმოებლისგან ელის • ისრაელში ოპოზიცია ერთიანი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდა - ქვეყნის ახალი პრემიერი შესაძლოა ნაფტალი ბენეტი გახდეს; ულტრამემარჯვენე და ცენტრისტული პარტიების კოალიციას ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნისთვის ეროვნულ საფრთხედ მიიჩნევს ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: