"დია" - კოლხური ღვინის პირველი ფესტივალი ზუგდიდში
ზუგდიდში, სკეიტ- პარკის ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით, კოლხური ღვინის ფესტივალი "დია" გაიმართა. ღონისძიებაზე ყურძნის კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა. ასევე, წარმოდგენილი იყო ქვეყნის მასშტაბით არსებული ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო. მოეწყო სოფლის მეურნეობის სივრცეები და სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა კულინარიულ მასტერკლასებში მიეღოთ. მხარის რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელია თქმით, აღნიშნული ღონისძიება მეღვინეობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, სამეგრელოში ეს სექტორი ნაკლებად არის განვითარებული. "ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ყოველწლიურად მოხდეს მისი აღნიშვნა. მიზანი არის მეღვინეობის პოპულარიზაცია ჩვენს რეგიონში. შესაბამისად, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის განვითარება. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ცნობილია, როგორც ღვინის სამშობლო. ეს სექტორი ჩვენს რეგიონში ძალიან სუსტად არის წარმოდგენილი. ეს ღონისძიება კი ამ სექტორის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. წარმოდგენილია ყველა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი რაც იწარმოება, როგორც ჩვენს რეგიონში ასევე მთელს საქართველოში", - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ. ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებმა მიიღეს. წალენჯიხელი მეღვინე სერგო ჭანტურია, რომელსაც ცხრა სახეობის ადგილობრივი ჯიშებისგან დამზადებული ღვინო ჰქონდა წარმოდგენილი, ამბობს რომ მეგრულ ღვინოებს საქართველოში ნაკლებად იცნობენ. მეღვინე იმედოვნებს, რომ ღვინის წარმოების განვითარებასთან ერთად, ძველი მეგრული ვაზის ჯიშებიც აღდგება. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ღონისძიებაში ვიღებ მონაწილეობას. "დია" დაუბრუნდა კოლხეთს ნამდვილად. წარმოდგენილი მაქვს ცხრა სახეობის ღვინო. ორი მათგანი არის აფხაზური წარმომავლობის, ენდემური ჯიშებია. სამეგრელოს ვაზის 58 -მდე ჯიში აქვს , რომლებიც სამწუხაროდ დაიკარგა. ფაქტიურად უკვე იწყება მათი აღორძინება. ჩვენი მარნის ღვინო იყიდება შიდა ბაზარზე. ჯერ საქართველოშიც არ იციან მეგრული ღვინის შესახებ", - ამბობს სერგო ჭანტურია. ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა. მისი განმარტებით, აღნიშნული ღონისძიება, იმის დასტურია, რომ საქართველოს ყველა რეგიონს აქვს მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პოტენციალი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მიზანი კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობაა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
„დია“ - კოლხური ღვინის ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ფერმა #გაიგემეტი კოლხური ღვინის პირველი ფესტივალი - „დია”
პირველი არხი - ფერმა
„ფერმა“ - პირველ დეკემბერს, 12:15
პირველი არხი - ფერმა
ლოკოკინას ბიზნესი - მომავლის #ფერმა
პირველი არხი - ფერმა
ზუგდიდში კოლხური ღვინის ფესტივალი „დია“ გაიმართა
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
კოლხური ღვინის ფესტივალი "დია" სამეგრელოში
Business Media Georgia
„დიას“ ეთერში გასულ სიუჟეტს ხაშურში რეაგირება მოჰყვა 24.08.2...
Tv Dia
"3 დღე გათიშული ვიყავი, მაძინებდნენ... მითხრეს, რომ ბავშვი გ...
დია news