„ფერმა“ - პირველ დეკემბერს, 12:15

28.11.2019

ლოკოკინას ფერმა სამეგრელოში. იტალიური ბაზრისთვის განკუთვნილი საექსპორტო პროდუქტი და ლოკოკინა, რომლის საკვებად გამოყენებას რომაელმა ჯარისკაცებმა დაუდეს საფუძველი. პასუხი კითხვებზე: რატომ არჩიეს ქართველმა ფერმერებმა არასტანდარტული მეურნეობის მოწყობა და როგორ ფინანსურ სარგებელს ელოდებიან ისინი? ბიზნესის წარმოების, ლოკოკინას მოვლისა და გამოყენების წესები. ხორცი, ლორწო და ხიზილალა - სამი პროდუქტი, რომლითაც საქართველო ევროპული ბაზრის მაღალი მოთხოვნის შევსებას შეეცდება. მომავლის ფერმა - „ფერმაში“; კოლხური ღვინის პირველი ფესტივალი „დია" ქალაქ ზუგდიდში. რუბრიკაში „გაიგე მეტი" გაიცანით მეღვინეები, აგრომეწარმეები, ფერმერები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლებიც მომხმარებელს საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ - პირველ დეკემბერს, 12:15 საათზე, გადაცემაში „ფერმა“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/ferma/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -https://bit.ly/33QRBF2 გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://bit.ly/2rGOEZm ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: