„ფერმა“ - 22 დეკემბერს, 12:15

19.12.2019 00:56

წარმატებული მეთევზეობის საფუძველი - ჯანსაღი ლიფსიტა და მისი გამოყვანის პრაქტიკა ქედის სოფელ წონიარისში. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კალმახის საინკუბაციო საამქრო და ფრანგული ქვირითიდან გამოჩეკილი ლავრა, რომელიც აკვა-ფერმაში მოხვედრამდე, განსხვავებულ პირობებს ეგუება. შეხვდით სოფო დიასამიძეს - ქალს, რომელიც მამის დაწყებულ საქმეს აგრძელებს და გაიგეთ, რა სტანდარტებს უწესებს თანამედროვე ბაზარი ქართულ მეთევზეობას; დაესწარით ღვინისა და ყველის პაემანს რუბრიკაში „გაიგე მეტი". ნახეთ როგორ ეხამება ცხელ გლინტვეინს უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები - კვირას, 22 დეკემბერს, 12:15 საათზე, გადაცემაში „ფერმა“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/show/ferma/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -https://bit.ly/33QRBF2 გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://bit.ly/2rGOEZm ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: