№39 2022 აკაკი ჯორჯაძე - რას იზრახიან ეპარქიებად დაშლა ქვეყნის დაქუცმაცების საწინდარია!

12/23/2022

0:00:02 ბატონო აკაკი გამოვიყენებ დიდი ილიას სიტყვებს, ამ საახალწლოდ ,,რას გვეტყვით, რით გაგვახარებთ?''
0:04:16 გასახარებელი ისაა, რომ ჯერ ცოცხლები ვართ და შეგვიძლია კიდევ ერთმანეთს აზრი გავუზიაროთ. ასეთ მდგომარეობაში, როგორშიც აღმოვჩნდით წარმოდგენაც არ შეიძლებოდა, იმდენად შეცვლილია ადამიანი არა გარეგნულად, არამედ შინაგანად.
0:07:00 ჯერ კიდევ არის ნიადაგი, რომელიც გვაძლევს უფლებას მათ მაინც მივმართოთ., თუმცა ვისაც ხელეწიფება ეს საკითხი, იმ ადამიანებთან მისასვლელ გზას კეტავს.
0:13:46 დეკემბერი რთული თვეა, სულ ხდება არეულობა, ახლაც არის დაგეგმილი ოღონდ არა პოლიტიკური, არამედ რელიგიური.
0:20:11 მსოფლიო მმართველები არ ჩანან იურიდიულად. არის სახელმწიფო და პრეზიდენტები, კანცლერები, ხელმძღვანელები, პარლამენტარები და ა.შ.
0:21:50 ჩვენი ქართული ანბანი არის უნიკალური კალენდარი, რომელიც უფლისაა, მამისაა, სადაც ასო-ნიშნები, ციფრები, რიცხვები ძალიან დიდ საიდუმლოს შეიცავს.
0:22:29 9 იანვრის, თბილისის დროით დღის 2 საათი რას ემთხვევა? ფიზიკური და რეალური დროის საკითხები სწორდება, ერთმანეთთანაა კავშირ-ურთიერთობაში და სულიერი პროცესი ასე მიმდინარეობს.
0:27:55 ჩვენთან, როგორც პატარა ლაბორატორიაში ისე ხდება მსგავსად, რაც ხდება მსოფლიოში. ნიშნებით შეიცნობაო და რა მივიღეთ ფიზიკურად 2022 წლის დასასრულს?
0:37:14 ერის გააზრების თვალსაზრისით გადამწყვეტი ენა არაა, მთავარი დამწერლობაა. ერი და ენა ერთმანეთს განსაზღვრავს და ამას გიხსნის ჩვენი ანბანის სქემატური ფორმა, რომელიც სულიერ-სხეულებრივ კავშირშია ერთმანეთთან.
0:49:25 ერი მას ეწოდება, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ტომისა და სხვადასხვა კუთხის ხალხს. ღმერთის ნებით მოხდა შემოსაზღვრა იმ ფარგლებისა, რომელიც 12 სხვადასხვა ტომს აერთიანებდა და ერთი სამეტყველო, სააზროვნო ენა დაუწესდათ. ჩამოყალიბდა ერთი ერი.
0:51:04 როგორც კი დამწერლობა გაუჩნდა აფხაზეთს, აფაზური ენა დავკარგეთ. იგივე ბედი აქვს დანარჩენს, თუ იგივე გზით ივლის - მეგრული, სვანური.
0:54:01 არადა ეკლესიაც იყოფა, დღეები გვაცილებს, მაგრამ კიდევ არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები. ეს უბრალოდ პატრიარქის სკამისთვის ბრძოლა არ არის. თუ ეს დაიწყო, ეს არის წერტილი, რომ საქართველო დაიშალოს რელიგიურად.
0:54:40 ხელისუფლებას ალბათ ჭკუა ეყოფა, რომ ეს არ დაუშვას. მაგრამ ეს იქნება ხელოვნურად გაჩერებული და არა ბუნებრივად.
1:00:50 ამ გზით ვერც ამერიკა და ვერც რუსეთი ვერ გაიმარჯვებს, ორივე დამარცხდება. რაში მდგომარეობს?
1:10:01 ვისაც იმედი აქვს, ჩვენი დრო ამათი გამარჯვების მიხედვით დადგებაო (პოზიცია, ოპოზიცია), სხვანაირად განვითარდება მოვლენები, ეს ყველა გათვლები არასწორი იქნება და ბოლოს მაინც მიუბრუნდებიან ბირთვულ იარაღს.
1:11:25 იმათ რომ ეს არ გააკეთონ ქართველებს გვაქვს ამის შანსი ჩვენც გადავრჩეთ და დედამიწაც გადარჩეს, ესაა მეორედ მოსვლის მთავარი დანიშნულება.
1:13:00 საქართველო ამ უბედურებიდან ვერ გამოვა, იყიდება, გაყიდულია ყველაფერი. ხვალ-ზეგ აქ ქართველი აღარ იქნება.
1:18:10 ,,დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი, დაგვრჩა მართლმადიდებლობა'' - ვისი სიტყვებია? ეკლესიებს შლიან ეპარქიებად, არ გვინდა გავიგოთ რომ ეს გეგმაა იქიდან, სადაც ჩვენ ვეხვეწებით მიგვიღეთო?
1:20:34 სად მიდიხარ შვილო? ეკლესიის მსახურს მაინც რა უნდა იქ? რა დაემართა უკრაინაში მართლმადიდებლურ ეკლესიებს? აქ როგორ გვექნება საქმე?
1:21:02 ვისი იმედი აქვთ ვისაც გამოყოფა უნდათ ეკლესიიდან? გავიაზროთ რაზეა საუბარი, ჯერ სულიერად წყდება საკითხები, მერე ხდება მისი ფიზიკური გამოვლინება.
1:22:34 ვინ იყო ბართლომეოსი? რაც უკრაინაში ხდება გლობალური ომის წინაპირობაა.
1:28:12 რა უპირატესობა აქვს რუსეთს და რა დასავლეთს? ჩიხშია ერთი მხარეც, ჩიხშია მეორეც.
1:30:34 საქართველო უყურებს ვინ გაიმარჯვებს. ამას არ გაპატიებენ, უნდა იცოდე, რომ შენ იმ ქვეყნების სიაში ხარ, რომელსაც პირველ რიგში გადაგივლიან.
1:31:01 იქნება ოცნება თუ იქნება ნაციონალები, ეს უკავშირდება სააკაშვილის გამოშვებასაც და უკავშირდება პატრიარქის შეცვლასაც, თუ ასე განვითარდა მოვლენები.
1:31:39 სააკაშვილის სასამართლო გადადეს, პატრიარქის შეცვლის დრო ახლოვდება, 25 დეკემბერი. ვნახოთ, 9 იანვრისთვის მეც მზად ვიქნები განცხადება გავაკეთო.
1:32:10 გლობალურიდან მოგვეცა ნიშანი, ჯერ ბირთვული ომი არ იქნება, რაღაც დროით გადაიდო. აქედან ნიშანი არ მოდის, ჯერ ჩანს, რომ ხელის შეშლაა.
1:32:46 ვისაც ეხება გაიაზროს რას აკეთებს.
1:33:01 რაც მიღებული აქვთ, რის გაკეთებასაც აპირებენ, გამოჩნდება 25-ში, მე კიდევ წინასწარ ვლაპარაკობ, არ მათქმევინებს ,,დავიცვათ პატრიარქი'' იმიტომ, რომ აღარ არის დრო კიდევ დალოდების.
1:34:02 ვცდილობდი არ მეთქვა, რომ ნაკლები ყოფილიყო ხელის შეშლა, ახლა პირიქითაა. არა მარტო ხელის შეშლა, პირდაპირ ქვეყნის გაუბედურების გზას ადგანან.
1:35:11 ფორმაცია უნდა შეიცვალოს, ბაზისი-კაპიტალიზმი, სადაც კაპიტალი, ფულია გადამწყვეტი, უნდა შეიცვალოს. კაპიტალი უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით. ფუ-ლი თუ უფ-ალი?

სტუმრად, მწერალსა და სზოგადო მოღვაწესთან, ბატონ აკაკი ჯორჯაძესთან.

ვიდეო გადაღებულია და ჩაწერილია 2022 წლის, 17 დეკემბერს, რომლის პრემიერასაც გთავაზობთ 23 დეკემბერს, 21 საათზე.

რას იზრახიან? ეპარქიებად დაშლა ქვეყნის დაქუცმაცების საწინდარია!

ვიდეოჩანაწერი ოცდამეცხრამეტე.
საუბარს უძღვება „სრულიად საქართველოს ხსნის ეროვნული ფრონტის“ საბჭოს მდივანი: ლია ლაბაძე

(გაგრძელება იქნება)
   • №39 2022 აკაკი ჯორჯაძე - რას იზრახიან...