ქრისტიანობა და ფილოსოფია - ისტორია და ურთიერთმიმართება


🔸 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აგრძელებს შეხვედრების ციკლს სასულიერო პირებისათვის სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ.

🔸 მორიგი შეხვედრა 2021 წლის 7 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა. სასულიერო პირებმა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს უმასპინძლეს.

🔸 შეხვედრის თემა იყო ქრისტიანობა და ფილოსოფია - ისტორია და მათი ურთიერთმიმართება.

🔸 ბატონმა ზაზა შათირიშვილმა მიმოიხილა ფილოსოფიის საფუძვლები, ფილოსოფიური სკოლები და მათი ურთიერთმიმართება ქრისტიანობასთან, დიდი ქრისტიანი მამების სწავლებებისა და შრომების კავშირი ანტიკურ ფილოსოფიასთან, ფილოსოფიის სახეცვლილებები ეპოქათა ჭრილში, ბოლო საუკუნეების ფილოსოფიური მიმდინარეობები და მათი დაპირისპირება თუ კავშირი რწმენასთან. საუბარი ასევე შეეხო ბერმონაზვნური - სულიერი, ჭვრეტითი ცხოვრების ქრისტიანულ და ფილოსოფიურ გააზრებასა და აღქმას. შეხვედრაზე აგრეთვე იმსჯელეს აზროვნების, როგორც საწყისი ეტაპისა და რწმენის, როგორც საბოლოო ეტაპის შესახებ ქრისტიანის სულიერი განვითარებისათვის.

🔸 სასულიერო პირებმა და სტუმარმა ისაუბრეს, როგორი იქნებოდა ქრისტიანობა ფილოსოფიის გარეშე და, ზოგადად, სჭირდება თუ არა ქრისტიანობას ფილოსოფია და მისი სხვადასხვა მოძღვრება; როგორი ენა, ფორმა იქნება უმჯობესი, ერთი შეხედვით, ბევრისთვის დაპირისპირებული ქრისტიანული და ფილოსოფიური სწავლებების საზოგადოებისთვის მისაწოდებლად და სხვ.

📺 საპატრიარქოს ტელევიზია \"ერთსულოვნება\", გადაცემა \"სიახლენი\".

➡️ 11.12.2021

👉 გამოიწერეთ ჩვენი არხი:    / @user-mp5zh4kh5g  

👉 FB გვერდი:   / sazupatriarchate  

#საზოგადოებასთანურთიერთობისსამსახური
#სიახლენი
#ზაზაშათირიშვილი

ვიდეოები „საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური"-ისგან