კურორტ ლებარდეს განაშენიანების გეგმა ადგილობრივებს გააცნეს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კურორტ ლებარდესთვის, განაშენიანების გეგმის შემუშავება მიმდინარეობს. გადაწყვეტილების უზრუნველყოფა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა, დოკუმენტაციას კი საპროექტო ჯგუფი შპს „ბაუ დიზაინი“ ამუშავებს. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, პირველი გაერთიანებული საჯარო განხილვა მარტვილის სოფელ კურზუში გაიმართა, სადაც შეკრებილები, როგორც ქალაქთმშენებლობით დოკუმენტს (ამ ეტაპამდე შესრულებულ სამუშაო), ისე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს გაეცნენ. „მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გეგმების შემუშავება აუცილებელია ყველა ტიპის დასახლებისა და პირველ რიგში, კურორტებისთვის, რათა არ მოხდეს ქაოტური, უსისტემო განაშენიანება, შენარჩუნდეს ისტორიული იერ-სახე, მოწესრიგდეს სატრანსპორტო ქსელი და სხვა სახის ინფრასტრუქტურა. ქალაქთმშებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების ფარგლებში კომპლექსურად გაანალიზდება მდგრადი განვითარების, ჯანსაღი, უსაფრთხო, მოხერხებული საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნის შესაძლებლობები. ეს, ერთის მხრივ, კურორტებს შეუნარჩუნებს სარეკრეაციო და ისტორიულ ღირებულებას და ამავე დროს, არ შეაფერხებს მათ განვითარებას. რაც შეეხება ლებარდეს, არსებობს შესანიშნავი რესურსი, რომ განვითარდეს როგორც მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი და ტურისტულად მიმზიდველმა გარემომ უზრუნველყოს კერძო ბიზნესის დაინტერესება სხვადასხვა სფეროში ინვესტირების თვალსაზრისით“, - ამბობენ ადმინისტრაციაში. ადგილობრივებთან ერთად განხილვას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელოში ალექსანდრე მოწერელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. რადიო "ათინათი" Website:http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Twitter:https://twitter.com/Atinati1059 https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
კურორტ ლებარდეს განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
მარტვილის მუნიციპალიტეტში კურორტ ლებარდეს განაშენიანების გეგ...
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
მარტვილის მუნიციპალიტეტში კურორტ ლებარდეს განაშენიანების გეგ...
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
კურორტ ლებარდეს განვითარება მოხდება
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
Lebarde Toba - swimming - Samegrelo / ლებარდეს ტობავარჩხილი...
Levan Gejadze
კურორტ ლებარდეში არსებულ ვითარებას სახელმწიფო რწმუნებული გაე...
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
სახელმწიფო რწმუნებული ლებარდეში
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ლებარდე
Radio Atinati