სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობები ★ ტოპ ფაქტები ★

08/12/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► დაალაიქეთ FB გვერდი:   / topfaqtebi  
► მაივიდეო: http://myvideo.ge/TopFaqtebi
► ინსტაგრამი:   / top_faqtebi  
----------
დღევანდელ ვიდეოში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობების შესახებ ვისაუბრებთ.
10. ბეისბოლი
ბეისბოლი ამერიკული ფენომენია, რომელსაც ძირითადად ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაშობდნენ, მაგრამ ბოლო წლებში სხვა ქვეყნებშიც ხდება პოპულარული. ბეისბოლის პირველი მსოფლიო სერია 1903 წელს ჩატარდა და მას შემდეგ სტაბილურად იხვეჭს პოპულარობას.
9. ბოქსი
კრივის (ბოქსის) მატჩი თავდაპირველად შიშველი მუშტებითა და წესების გარეშე იმართებოდა და საკმაოდ ხშირად სრულდებოდა ერთ-ერთი მონაწილის სიკვდილით. დროის გასვლასთან ერთად კრივს უსაფრთხოების მიზნით თანდათან ემატებოდა წესები, თუმცა დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან სპორტად.
8. რაგბი
რაგბი, რომლის ისტორიაც ინგლისში იწყება, კრივის მსგავსად საკმაოდ უხეში სპორტია და სტაბილურად იხვეჭს პოპულარობას მთელს მსოფლიოში.
7. ფრენბურთი
1895 წელს გამოგონილ ამ სპორტში პირველი მსოფლიო ჩემპიონატი გამოგონებიდან 54 წლის შემდეგ, 1949 წელს ჩატარდა, ხოლო 1964 წელს სპორტის ოლიმპიურ სახეობად იქცა. ფრენბურთი ჩვენს დღევანდელ სიაში რიგით მეშვიდე ადგილს იკავებს.
6. ჰოკეი
ჰოკეის ისტორია ათასწლეულების წინ დაიწყო, მაგრამ ყინულის თანამედროვე ჰოკეი კანადაში შეიქმნა. ჰოკეის პირველი მატჩი 1875 წელს, მონრეალში გაიმართა. სულ რაღაც 25 წელში თამაშმა უზომო პოპულარობა მოიპოვა და საერთაშორისო სენსაციად იქცა.
5. ჩოგბურთი
ინგლისში ჩამოყალიბებულმა ამ სპორტმა მალევე მოიპოვა პოპულარობა ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი დანარჩენ მსოფლიოში. დღესდღეობით მარტო აშშ-ში ჩოგბურთის 17 მილიონი მოთამაშე ცხოვრობს. მიუხედავად ათწლეულების განმავლობაში ჩოგბურთის ცვალებადი პოპულარობისა, ის ჩვენს სიაში მეხუთე ადგილზეა.
4. გოლფი
გოლფის გამოგონებაზე ბევრ ქვეყანას აქვს პრეტენზია, თუმცა პირველ ადგილს მაინც შოტლანდია იკავებს. გოლფმა ჩასახვიდან დიდი გზა განვლო და დღეს მულტიმილიონიან საერთაშორისო ფენომენად და მდიდარი ადამიანების სპორტად ითვლება.
3. კრიკეტი
გაერთიანებულ სამეფოში გამოგონილ ამ სპორტს ამჟამად მთელ მსოფლიოში თამაშობენ, მაგრამ განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში სარგებლობს პოპულარობით, როგორებიცაა ინდოეთი, კამბოჯა და პაკისტანი. კრიკეტი მესამე ადგილს იკავებს გულშემატკივრების რაოდენობით, მას 2 მილიარდ 500 მილიონი ადამიანი უყურებს.
2. კალათბურთი
კალათბურთი უზარმაზარი სპორტია, რომელშიც მსოფლიოს 200 ქვეყანა ეჯიბრება ერთმანეთს და ჯამში ამ სპორტით 300 მილიონამდე მოთამაშეა დაკავებული. კალათბურთის გამოგონება მასაჩუსეტსელ ჯეიმს ნაისმიტს მიეწერება.
1. ფეხბურთი
ფეხბურთის უზარმაზარი მსოფლიო პოპულარობის შესახებ საქვეყნოდაა ცნობილი და ალბათ არავის გაუკვირდა ჩვენი სიის პირველ ადგილზე ამ სპორტის დანახვა. ზუსტად არავინ იცის, თუ სად და როდის გამოიგონეს ის. ფეხბურთის მსგავსი თამაშები ძველი წელთაღრიცხვით 1000 წლით თარიღდება, თუმცა მისი გამოგონება მაინც ინგლისელებს მიეწერებათ.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები  
----------
dgevandel videoshi sportis yvelaze popularuli saxeobebis shesaxeb visaubrebt.
10. beisboli
beisboli amerikuli fenomenia, romelsac dziritadad amerikis sheertebul shtatebshi tamashobdnen, magram bolo wlebshi sxva qveynebshic xdeba popularuli. beisbolis pirveli msoflio seria 1903 wels chatarda da mas shemdeg stabilurad ixvechs popularobas.
9. boqsi
krivis (boqsis) matchi tavdapirvelad shishveli mushtebita da wesebis gareshe imarteboda da sakmaod xshirad sruldeboda ert-erti monawilis sikvdilit. drois gasvlastan ertad krivs usafrtxoebis miznit tandatan emateboda wesebi, tumca dgemde itvleba ert-ert yvelaze sisxlian sportad.
8. ragbi
ragbi, romlis istoriac inglisshi iwyeba, krivis msgavsad sakmaod uxeshi sportia da stabilurad ixvechs popularobas mtels msoflioshi.
7. frenburti
1895 wels gamogonil am sportshi pirveli msoflio chempionati gamogonebidan 54 wlis shemdeg, 1949 wels chatarda, xolo 1964 wels sportis olimpiur saxeobad iqca. frenburti chvens dgevandel siashi rigit meshvide adgils ikavebs.
6. hokei
hokeis istoria ataswleulebis win daiwyo, magram yinulis tanamedrove hokei kanadashi sheiqmna. hokeis pirveli matchi 1875 wels, monrealshi gaimarta. sul ragac 25 welshi tamashma uzomo popularoba moipova da saertashoriso sensaciad iqca.
5. chogburti
4. golfi
3. kriketi
2. kalatburti
1. fexburti

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან