► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://www.youtube.com/c/TopFaqtebi?...
► ფეისბუქი: https://www.facebook.com/ტოპ-ფაქტები-...
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/top_faqtebi/
► მაივიდეო: http://www.myvideo.ge/TopFaqtebi
----------
ვიდეოში ვისაუბრებთ ადამიანების შესახებ, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს.
10. ალციდეს მორენო
ზოგი ადამიანი შესაძლოა მეორე სართულიდან ჩამოვარდნას ემსხვერპლოს, ალციდეს მორენო კი 47-ე სართულიდან ჩამოვარდა და გადარჩა. ის ნიუ-იორკში მდებარე ერთ-ერთი ცათამბრჯენის ფანჯრების მწმენდავად მუშაობდა ძმასთან ერთად, როდესაც თოკი გაწყდა. სამწუხაროდ, მისი ძმა, ედგარი, ვერ გადარჩა.
9. კრისტოფერ ჯონსი
პარაშუტისტ კრისტოფერ ჯონსს პირველი დამოუკიდებელ გადახტომის დროს 2700 მეტრის სიმაღლეზე ეპილეფსიის შეტევა დაეწყო და გონება დაკარგა. საბედნიეროდ, მისმა ინსტრუქტორმა მოახერხა და კრისის პარაშუტი გახსნა. მიწამდე დაახლოებით 900 მეტრი იყო დარჩენილი, როდესაც კრისი გონს მოეგო და მშვიდობიანად დაშვება მოახერხა.
8. სალვადორ ალვერანგა
ელ სალვადორელი მეთევზე, 36 წლის სალვადორ ალვარენგა პატარა ნავით თევზაობდა, როდესაც შტორმმა გაიტაცა. ის 438 დღის, ანუ 14 თვის შემდეგ იპოვეს 10 000 კილომეტრის დაშორებით, მარშალის კუნძულების სანაპიროსთან.
7. ფრეინ სელაკი
1962-დან 1996 წლამდე ფრენკ სელაკი მრავალჯერ გადაურჩა სიკვდილს და მას ოფიციალურად შეარქვეს ყველაზე იღბლიანი უიღბლო მსოფლიოში. ფრენკი სხვადასხვა დროს გადაურჩა მატარებლის შეჯახებას, თვითმფრინავის ჩამოვარდნას, ავტობუსის ავარიას და სამ ავტოავარიას. 2003 წელს მან ლატარეაში გაიმარჯვა.
6. ანატოლი ბუგორსკი
რუსმა ფიზიკოსმა ანატოლი ბუგორსკიმ ნაწილაკების დამაჩქარებელში შეყო თავი. სხივმა მისი სახის ნახევარში გაიარა. როგორც თვითონ ბუგორსკიმ განაცხადა, სინათლე, რომელიც მან დაიანხა, მზეზე ათასჯერ უფრო კაშკაშა იყო, თუმცა ტკივილი არ უგრძვნია. მისი სახე წარმოუდგენლად გასივდა, თუმცა თანდათან ისევ ჩაცხრა. ბუგორსკიმ მარცხენა ყურში სმენა დაკარგა, თუმცა სხვა ყველაფერი რიგზე აქვს. როგორც მეცნიერები აცხადებენ, სასწაულია, რომ ის გადარჩა.
5. როი სალივანი
როი სალივანი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა როგორც ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტჯერ გადაურჩა მეხის დაცემას. სიცოცხლის განმავლობაში როის 7-ჯერ დაეცა მეხი. როი სალივანი 1983 წელს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან თავი მოიკლა.
4. მაიკლ მალოი
დიდი დეპრესიის წლებში ადამიანები ყველანაირი ხერხებით ცდილობდნენ ფულის შოვნას. ერთ-ერთი ასეთი ხერხი იყო უსახლკარო ლოთების სიცოცხლის დაზღვევა და შემდეგ მათი მოკვლა დაზღვევის თანხის მისაღებად. ერთმა კრიმინალურმა დაჯგუფებამ უსახლკარო მაიკლ მალოის მოკვლა გადაწყვიტა. მის სასმელში ყოველდღე ურევდნენ ანტიფრიზს, სკიპიდარს, ცხენების სამკურნალო მალამოს და ვირთხების საწამლავს. მოგვიანებით დაიწყეს მისი საკვების მოწამვლაც. მის სენდვიჩში ჭიკარტები შეურიეს. მძინარე მაიკლ მალოი -26 გრადუს ყინვაში თოვლში დააწვინეს და 18 ლიტრი წყალი დაასხეს, ბოლოს კი 75 კმ/სთ სისწრაფით მოძრავი მანქანით გაიტანეს. მაიკლმა მოტეხილი ფეხით სამი კვირა გაატარა საავადმყოფოში.
3. ვაილეტ ჯესოპი
ვაილეტ ჯესოპმა კრუიზებზე მუშაობა ხომალდ ოლიმპით დაიწყო. გემმა კატასტროფა განიცადა, მაგრამ ვაილეტი გადარჩა. ცოტა ხნის შემდეგ მშობლებმა ვაილეტს სხვა გემზე ურჩიეს მუშაობის დაწყება. ამ ხომალდის სახელი ტიტანიკი იყო. ვაილეტი ტიტანიკის ჩაძირვასაც გადაურჩა ერთ-ერთი სამაშველო ნავის მეშვეობით. 4 წლის შემდეგ ვაილეტი ხომალდ ბრიტანიკის ბორტზე იმყოფებოდა, როდესაც ეს უკანასკნელი გერმანულ ნაღმზე აფეთქდა და ჩაიძირა. ჯესოპი ამჯერადაც გადარჩა და 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
2. პუნ ლიმი
1942 წლის 3 ნოემბერს პუნ ლიმის გემი გერმანულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა. პუნ ლიმის გარდა გემის ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი დაიღუპა. მან ტივის შეკვრა მოახერხა და 133 დღის განმავლობაში დაცურავდა ოკეანეში. ამ დროის განმავლობაში ის იკვებებოდა თევზებითა და თოლიებით, სვამდა მათ სისხლს, ხოლო ზღვის მარილიან წყალს ხორცის დასამუშავებლად იყენებდა. ზღვაში ყოფნისას ის სატვირთო ხომალდმა, გერმანულმა წყალქვეშა ნავმა და ამერიკულმა თვითმფრინავმა შეამჩნიეს, თუმცა დახმარება არცერთ მათგანს არ უცდია. საბოლოოდ პუნ ლინი ბრაზილიელმა მეთევზეებმა გადაარჩინეს.
1. ცუტომუ იამაგუჩი
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები: • უჩვეულო ადამიანები
ავტომობილები და ტრანსპორტი: • ავტომობილები და ტრანსპორტი
გეოგრაფია: • გეოგრაფია
თამაშები: • თამაშები
ისტორია: • ისტორია
სპორტი: • სპორტი
ფილმები და სერიალები: • ფილმები და სერიალები
ცხოველები: • ცხოველები და მცენარეები