ყველაზე დიდი მწერები მსოფლიოში ★ ტოპ ფაქტები ★

08/22/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► დაალაიქეთ FB გვერდი: https://www.facebook.com/topfaqtebi
► მაივიდეო: http://myvideo.ge/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/top_faqtebi/
----------
ვიდეოში მსოფლიოს 10 ყველაზე დიდ, გრძელ და მძიმე მწერზე ვისაუბრებთ.
10. მიდას ჰეროსი - 7 სმ
მიდას ჰეროსი მიდასის ბუზების ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. ამ სახეობის ბუზები სიგრძეში 7 სანტიმეტრს აღწევენ ხოლმე. მიდას ჰეროსი ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში ბინადრობს. ისინი ფოთლის მჭრელი ჭიანჭველების კოლონიების ახლოს ცხოვრობენ. ზრდასრული ბუზები ყვავილების ნექტარით იკვებებიან, ხოლო მათი ჭუპრები - სხვა მწერების ჭუპრებით.
9. მაკროტერმეს ბელიკოსუსი - 11 სმ
აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მცხოვრები მაკროტერმეს ბელიკოსუსი ტერმიტების ყველაზე დიდი აღმოჩენილი სახეობაა. მათი დედოფალი სიგრძეში 11 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო მუშა ტერმიტების საშუალო სიგრძე 3-4 მილიმეტრია. ამ ტერმიტების ნადირობისა და საკვების შოვნის პერიოდი წვიმიან სეზონზე იწყება ხოლმე.
8. გიგანტური სკოლიასებრი კრაზანა - 12 სმ
სამეცნიერო წრეებში მეგასკოლია პროსერის სახელით ცნობილი ეს გიგანტური სკოლიასებრი კრაზანა ინდონეზიურ კუნძულებზე, კერძოდ კი - სუმატრასა და იავაზე ბინადრობს. კრაზანების ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახეობა გაშლილი ფრთების სიგრძით 12 სანტიმეტრს აღწევს ხოლმე. გიგანტური სკოლიასებრი კრაზანა მკვლელი პარაზიტების რიცხვს განეკუთვნება და სხვა მწერებში დებს კვერცხებს.
7. ირემახოჭო - 12
ირემახოჭო საკმაოდ ცნობილია თავისი დიდი ზომის, საშიში გარეგნობისა და გრძელი, მაკრატელისებრი ყბებით. მიუხედავად ამისა, ირემახოჭო ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ის მცენარეების წვენით იკვებება და ყბებს მხოლოდ სხვა ხოჭოებთან ბრძოლისას და მდედრი ხოჭოებისთვის თავის მოსაწონებლად იყენებს. ირემახოჭოს სიგრძე 12 სანტიმეტრია.
6. ხოჭო-ჰერკულესი - 17
ხოჭო ჰერკულესი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოზრდილი ხოჭოა და ძირითადად სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში ბინადრობს. ჰერკულესი მარტორქა ხოჭოების ყველაზე ცნობილი და დიდი წარმომადგენელია. ზოგიერთი მამალი ხოჭო-ჰერკულესის სიგრძე 17 სანტიმეტრს და 5 მილიმეტრს აღწევს რქის ჩათვლით.
5. ჩოქელა - 18 სმ
კვების ჯაჭვის სათავეში მყოფი ეს უცნაური მწერი ნამდვილი მტაცებელია და სხვა, თავისზე სუსტი მწერებით იკვებება. უფრო მეტიც, არსებობს ცნობები, რომ ჩოქელას განსაკუთრებით დიდი წარმომადგენლები რეპტილიებითა და ფრინველებითაც კი იკვებებიან. 1929 წელს ჩინეთში აღმოჩენილი ყველაზე დიდი ჩოქელა სიგრძეში 18 სანტიმეტრი იყო.
4. გიგანტური ვერტმფრენი-ნემსიყლაპია - 19 სმ
ეს მწერი, რომლის სამეცნიერო სახელიც მეგალოპრეპუს კერულატუსია, გიგანტური ვერტმფრენ ნემსიყლაპიად უფროა ცნობილი. მას ფრთებზე მბზინავი ლურჯი შეფერილობის ლენტი გასდევს და ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობს. ამ სახეობის გაშლილი ფრთების სიგრძე ყველა სხვა ნემსიყლაპიაზე გრძელია, კერძოდ კი - 19 სანტიმეტრი.
3. გრძელფეხა ბუზი - 23 სმ
გრძელფეხა ბუზების სახეობის წარმომადგენელ მწერს, ჰოლურუსია ბრობდიგნაგიუსს შეუძლია სიგრძეში 23 სანტიმეტრს მიაღწიოს, თუკი მისი წინა და უკანა ფეხები ბოლომდეა გაშლილი. აღნიშნული ზომა მას ოფიციალურად აქცევს მსოფლიოში ყველაზე დიდ ბუზად.
2. თეთრი ალქაჯი - 30 სმ
ეს პეპელა, უფრო სწორად კი - ფარვანა რამდენიმე სახელითაა ცნობილი, მაგალითად: ჩიტისფრთება ფარვანა, ფარვანა-მოჩვენება და თეთრი ალქაჯი. თეთრი ალქაჯი ყველაზე დიდი ფარვანაა და მისი გაშლილი ფრთების სიგრძე რეკორდულ 30 სანტიმეტრს აღწევს ხოლმე. ეს სახეობა ძირითადად მექსიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ბინადრობს, თუმცა იშვიათ შემთხვევებში ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გვხვდება ხოლმე.
1. ფრიგანისტრია ჩინენსის ჟაო - 62 სმ
2014 წელს ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, კერძოდ კი გუანგქსის პროვინციაში მეცნიერმა ჟაო ლიმ უცნაური ჯოხისმაგვარი მწერი აღმოაჩინა. მწერის სიგრძე 60 სანტიმეტრს აჭარბებდა, უფრო ზუსტად კი ის 62 სანტიმეტრი და 4 მილიმეტრი იყო. არსებას სახელი მისი აღმომჩენის, ჟაო ლის საპატივცემულოდ დაერქვა, რომელიც ამ მწერს 6 წლის განმავლობაში ეძებდა.
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები  
----------
videoshi msoflios 10 yvelaze did, grdzel da mdzime mwerze visaubrebt.
10. midas herosi – 7 sm
9. makrotermes belikosusi - 11 sm
8. giganturi skoliasebri krazana - 12 sm
7. iremaxocho - 12
6. xocho-herkulesi - 17
5. choqela - 18 sm
4. giganturi vertmfreni-nemsiylapia - 19 sm
3. grdzelfexa buzi - 23 sm
2. tetri alqaji - 30 sm
1. friganistria chinensis Jao - 62 sm

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან