ყველაზე საინტერესო ფაქტები ქამელეონებზე ★ ტოპ ფაქტები ★

09/14/2017
ტოპ ფაქტები-ის მიერ

► გამოიწერეთ ჩვენი არხი: https://goo.gl/gLpvJp
► დაალაიქეთ FB გვერდი: https://www.facebook.com/topfaqtebi
► მაივიდეო: http://myvideo.ge/TopFaqtebi
► ინსტაგრამი: https://www.instagram.com/top_faqtebi/
----------
ვიდეოში გაგაცნობთ 10 ყველაზე უცნაურ და საინტერესო ფაქტს ქამელეონების შესახებ.
10. მიუხედავად იმისა, რომ ქამელეონები მსოფლიოს მრავალ კუთხეში, მათ შორის ევროპაში, სამხრეთ აზიაში, ჰავაისა და ფლორიდაში ბინადრობენ, მათი ყველაზე მეტი სახეობა, თითქმის 100 ჯიში, მადაგასკარზე ცხოვრობს.
9. ქამელეონების სიცოცხლის ხანგრძლივობა ველურ პირობებში დაახლოებით 2-3 წელია, შინაური ქამელეონების სიცოცხლის ხანგრძლივობა კი 10 წელს აღწევს ხოლმე.
8. ქამელეონებს არ გააჩნიათ გარე ან შიდა ყური, არც ყურის ნახვრეტი ან ყურის ბარაბანი. მიუხედავად ამისა, ეს რეპტილიები ყრუები არ არიან და თავისუფლად შეუძლიათ 200-დან 600 ჰერცამდე სიხშირის ხმების აღქმა.
7. მსოფლიოს ყველაზე პატარა ქამელეონი, ფოთლის ქამელეონი, სიგრძეში სულ რაღაც 16 მილიმეტრია და თავისუფლად ეტევა ასანთის თავზე. ქამელეონების ეს სახეობა ხერხემლიანების ერთ-ერთი ყველაზე პატარა წარმომადგენელია. ყველაზე დიდი ქამელეონის, პარსონის ქამელეონის სიგრძე 70 სანტიმეტრს აღწევს ხოლმე.
6. ქამელეონები, როგორც წესი, მწერებს ჭამენ, თუმცა მათი სახეობის ზოგიერთი შედარებით მოზრდილი წარმომადგენელი სხვა რეპტილიებითა და ფრინველებითაც კი იკვებება.
5. ქამელეონების ზოგიერთ წარმომადგენელს ერთი ფერიდან მთელი სხეულის მეორე ფერზე სრულიად გადასაყვანად სულ რაღაც 20 წამი სჭირდება. სხვათა შორის, ქამელეონისთვის ფერის ცვლილება არა მხოლოდ შენიღბვის ხერხი, არამედ სხეულის ტემპერატურის დარეგულირების, სხვა ქამელეონებთან კონტაქტისა და ემოციების გამოხატვის გზაა.
4. ქამელეონებს ექსტრემალურად სწრაფი და ძლიერი ენები აქვთ. მწერებზე ნადირობისას მათი ენა მსხვერპლს წამის 7 მეასედში აღწევს ხოლმე. ქამელეონების ენას 0-დან 100 კილომეტრი/საათში სისწრაფემდე მისაღწევად წამის მეასედი სჭირდება. მათი ენის სიგრძე დაახლოებით ორჯერ მეტია მათი სხეულის სიგრძეზე.
3. ქამელეონების თვალების უცნაური განლაგებით გამოირჩევა. მათ დიდ თვალებს ერთდროულად 360 გრადუსიანი კუთხის აღქმა და ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით ყურება შეუძლიათ. გარდა ამისა. ქამელეონებს შეუძლიათ როგორც რეგულარული, ასევე ულტრაიისფერი სინათლის აღქმა. როგორც ერთმა კვლევამ აჩვენა, ქამელეონები, რომლებსაც გამუდმებით ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ ამყოფებენ, გაზრდილი სოციალური აქტივობებითა და ზოგადი ფიზიკური აქტიურობით გამოირჩევიან.
2. ქამელეონების საინკუბაციო პერიოდი, როგორც წესი, რამდენიმე თვე გრძელდება ხოლმე, თუმცა ქამელეონების ერთი იშვიათი სახეობის, პარსონის ქამელეონის კვერცხის გამოჩეკას დაახლოებით 2 წელი სჭირდება.
1. ქამელეონებს სიარულის ძალზედ უცნაური მანერა ახასიათებთ. ისინი ნაბიჯების გადადგმისას გამუდმებით ირხევიან წინ და უკან. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ქამელეონები ამგვარად ქარში დარხეული ფოთლების იმიტაციას აკეთებენ დამატებითი შენიღბვის მიზნით.
----------
► გამოყენებული ვიდეოები:
   • Nature's Mood Rings: How Chameleons R...  
   • Video  
   • One Day of a Chameleon 4K  
   • Chameleon Fights Goliath Worm!  
   • Jackson's Chameleon EATING BABY MOUSE...  
   • Extreme close up of a chameleon's eye...  
   • Chameleon  
   • Chameleon Hatches from Egg - Amazing  
   • Chameleon Tongue Attack in Slow Motio...  
   • Pygmy leaf chameleon ( Brevicaudatus )  
   • Beautiful New Parsons Chameleon at LL...  
   • Video  
Silent Partner - Summer Smile
----------
ჩვენი ფლეილისტები:
ადამიანები:    • უჩვეულო ადამიანები  
ავტომობილები და ტრანსპორტი:    • ავტომობილები და ტრანსპორტი  
გეოგრაფია:    • გეოგრაფია  
თამაშები:    • თამაშები  
ისტორია:    • ისტორია  
სპორტი:    • სპორტი  
ფილმები და სერიალები:    • ფილმები და სერიალები  
ცხოველები:    • ცხოველები და მცენარეები

ვიდეოები „ტოპ ფაქტები"-ისგან